გიგი თევზაძე

ქართველი სოციოლოგი და ფილოსოფოსი
(გადამისამართდა გვერდიდან თევზაძე, გიგი)

გიგი თევზაძე (დ. 22 ივნისი, 1967, თბილისი) — ქართველი სოციოლოგი და ფილოსოფოსი.

დაიბადა ფილოსოფოს გურამ თევზაძის და ფილოლოგ რუსუდან ენუქიძის ოჯახში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი. 2001-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2006 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის — „ილია ჭავჭავაძე“ დირექტორი. 2006-2014 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა — „ისტორიის ონტოლოგიური დაფუძნება მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაში“, დაიცვა 1992 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა — „ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა“, დაიცვა 1997 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება