გაბრიელ თებიძე

(გადამისამართდა გვერდიდან თებიძე, გაბრიელ)

გაბრიელ თებიძე (დ. 10 ნოემბერი, 1994) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე.

გაბრიელ თებიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გაბრიელ თებიძე
დაბადების
თარიღი
10 ნოემბერი, 1994 (1994-11-10) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი
ნომერი 25
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2012 მეტალურგი რუსთავი 0 (4)
2013-2014 ლოკომოტივი თბილისი 7 (0)
2014 დინამო ბათუმი 1 (0)
2014   დინამო-2 7 (0)
2014- ტორპედო ქუთაისი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2010-2011 საქართველო 17 წლ. 6 (0)
2012-2013 საქართველო 19 წლ. 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 სექტემბერი, 2014

ფეხბურთის თამაში დიწყო 7 წლის ასაკში „ნორჩ დინამოელში“. თამაშობდა ჭაბუკთა ლიგის კლუბებში. რუსთავის „მეტალურგში“ ჩარიცხვის შემდეგ დუბლშემადგენლობაში ჰქონდა სისტემატიური სათამაშო პრაქტიკა.[1] ძირითადი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, 6-ჯერ უმაღლესი ლიგის მატჩებში, 3-ჯერ ევროპის ლიგის. 2012 წელს დატოვა კლუბი და საჩხერის „ჩიხურას“ დუბლებს შეუერთდა. 2013 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ერთი, ხოლო მეორე გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. ამავე წლის ზაფხულიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია, ახალ კლუბში უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურიდან ადგილი დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში.

სანაკრებო

რედაქტირება

მისი დებიუტი 17 წლამდელთა ნაკრებში შედგა 2010 წლის 18 ოქტომბერს, 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში პოლონელი თანატოლების წინააღმდეგ.[2] 19 წლამდელთა ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც ქართველთა სასარგებლოდ, 1-3 დასრულდა, თებიძემ დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, კარგ თამაშთან ერთად შეძლო მარკ ბეკის დარტყმული პენალტის მოგერიება.[3]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება