თბილისის ტრანსავტომატიკა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თბილისის ტრანსავტომატიკა — ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი. იგი ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო დარგთაშორის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კომპლექსს „საქსპეცტრანსს“. ინსტიტუტი დაარსდა 1980 წელს, საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ბიუროს, „ტრანსპროგრესავტომატიკისა“ და საპროექტო ბიუროს, „ბაგირგზაპროექტის“ ბაზაზე. დაარსებიდან მისი დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორია საქართველოს საინჟირნო აკადემიის წევრი შ. ორჯონიკიძე. ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მთიანი რეგიონებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული საბაგირო მონორელსური, საბაგირო-რელსური და პროგრამული ტრანსპორტის სხვა სისტემების შექმნის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები. ინსტიტუტს აქვს 5 განყოფილება, ქარხანა „ბაგირგზატექნიკა“ და რეგიონული საბაზო ლაბორატორიები. ინსტიტუტში დამუშავდა და წარმოებაში დაინერგა სპეციალური ტრანსპორტი და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემების 21 ახალი მოწყობილობა და კონსტრუქცია. შექმნილ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროდუქციაში თანამშრომლებს მიღებული აქვთ პრემიები, ოქროსა და ვერცხლის მედლები, საპატიო დიპლომები. ინსტიტუტს ასევე აქვს ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა

რედაქტირება