ვარლამ თაყაიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან თაყაიშვილი, ვარლამ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაყაიშვილი.

ვარლამ სიმონის ძე თაყაიშვილი (დ. 1850, ლიხაური — გ. 1934) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილის უფროსი ძმა.

ვარლამ თაყაიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1850
დაბადების ადგილი ლიხაური
კუთვნილება რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-მაიორი

1879 წელს სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია გიორგი კვინიტაძესთან ერთად. 1895 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის გენშტაბის სამხედრო მიმოსვლის უფროსი. 1903 წლიდან იყო ელიზავეტოპოლის გენერალ-გუბერნატორი. 1905 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. ცხოვრობდა პეტერბურგში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ეროვნული არმიის რიგებში ჩადგა. ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან, .გვ.59,194. — თბილისი, 2003
  • შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ.IV, გვ.257 — თბილისი, 2003