მთავარი მენიუს გახსნა

თაფლიწოვიასებრნი

ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა

თაფლიწოვიასებრნი[1] (ლათ. Meliphagidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 10–32 სმ. ენის ბოლოზე განსაკუთრებული ჯაგრისი აქვთ, რომელიც ყვავილიდან ნექტრის ამოწოვის დროს ეხმარება (აქედან სახელწოდება). სხეულის აგებულებითა და ზნე-ჩვეულებებით წააგვანან ყარანას, წივწივას, სინეგოგას, ჩხიკვსა და ჭკას. შეფერილობა ძირითადად მკრთალია, მურა ან მომწვანო. ოჯახი აერთიანებს 168[2]–187[3] სახეობას. გავრცელებული არიან ავსტრალიაზე, ახალ ზელანდიაში, ახალ გვინეაზე, მელანეზიის, მიკრონეზიისა და პოლინეზიის, აგრეთვე, ჰავაის კუნძულებზე; 1 სახეობა სამხრეთ აფრიკაშიც გვხვდება. უპირატესად მეხეური და ბუჩქნარის ფრინველებია. ბუდეს ხეზე აკეთებენ, ზოგჯერ მაღალ კოლბოხებზე; დედალი დებს 1–4 კვერცხს. ძირითადად იკვებებიან ნექტრით, ყვავილის მტვრით, მწერებით, იშვიათად კენკრითა და მცირე ზომის ნაყოფებით. გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა, როგორც მცენარეთა სამტვერებლებს. რამდენიმე სახეობა ზიანს აყენებს ბაღებს.

თაფლიწოვიასებრნი
Eastern Spinebill442.jpg
აღმოსავლური ნისკარტსადგისა თაფლიწოვია (Acanthorhynchus tenuirostris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Meliphagidae (Vigors, 1825)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Meliphagidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. თაფლიწოვიასებრნი (TSN 178808). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  3. Honeyeaters. World Bird List Version 6.1. International Ornithologists' Union. წაკითხვის თარიღი: 28 January 2016.