თარგმანში დაკარგული (ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან თარგმანში დაკარგულები)

თარგმანში დაკარგული — რეჟისორ სოფია კოპოლას რიგით მეორე მხატვრული ფილმი, „თვითმკვლელი ქალიშვილების“ შემდეგ. მას წილად ხვდა როგორც კომერციული წარმატება, ასევე კინომცოდნეთა დადებითი შეფასებები.

„თარგმანში დაკარგული“
დამდგმელი რეჟისორი სოფია კოპოლა
სცენარის ავტორი სოფია კოპოლა
როლებში ბილ მარი
სკარლეტ იოჰანსონი
ოპერატორი ლანს აკორდი
მონტაჟი სარა ფლეკი
სტუდია American Zoetrope; Tohokushinsha Film
დისტრიბუტორი Focus Features
გამოსვლის თარიღი 3 ოქტომბერი, 2003
ხანგრძლივობა 102 წთ.
ქვეყანა აშშ, იაპონია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 119 მლნ აშშ დოლარი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მოქმედება ტოკიოში ვითარდება. ქმრისაგან მივიწყებული მარტოხელა ქალი შარლოტი ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში გაიცნობს ხალხისგან მივიწყებული მსახიობ ბობ ჰარისს. მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.

როლებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაში. ფილმმა მიიღო ჯილდოები:

ოსკარი

  1. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: სოფია კოპოლა

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
  2. საუკეთესო სცენარი: სოფია კოპოლა

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში: სკარლეტ იოჰანსონი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი მთავარ როლში: ბილ მიურეი
  3. საუკეთესო მონტაჟი: სარა ფლეკი

სეზარი

  1. საუკეთესო უცხოური ფილმი: სოფია კოპოლა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება