კონსტანტინოპოლის კედლები (ბერძ. Τείχη της Κωνσταντινούπολης) — ქვის თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც იცავდა ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. მისი მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიზანტიონი გამოცხადდა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად, კონსტანტინე დიდის მიერ. აშენების შემდეგ მან უამრავი ცვლილება და რესტავრაცია განიცადა. იგი წარმოადგენს ანტიკური და შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესო, დახვეწილ და რთულ ნაგებობას. (... იხ. მეტი)