თარგი:დღის სტატია:10-6

ვერიკო ანჯაფარიძე
ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი [ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.