თარგი:დღის სტატია:10-19

ლაიფციგის ბრძოლა
ლაიფციგის ბრძოლა

ლაიფციგის ბრძოლა, ხალხთა ბრძოლა, ერების ბრძოლა (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) – ნაპოლეონის ომებისა და მსოფლიო ისტორიაში მეორე მსოფლიო ომამდე ყველაზე მსხვილი ბრძოლა, რომელშიც ნაპოლეონმა განიცადა მარცხი მეექვსე კოალიციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და შვედეთის მოკავშირე არმიები.

ბრძოლა მიმდინარეობდა საქსონიაში, ორივე მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ გერმანელი ჯარისკაცები. თავდაპირველად ნაპოლეონის არმიამ წარმატებით განახორციელა შეტევა, თუმცა 19 ოქტომბერს დიდი დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. ხალხთა ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა, მოკავშირეთა ჯარები 1814 წლის მარტში პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.