თარგი:დღის სტატია:10-15

ველისარიუსი
ველისარიუსი

ფლავიუს ველისარიუსი (ლათ. Belisarius; ბერძ. Βελισάριος, დაახლ. 500-565 წწ.) — ბიზანტიის იმპერიის მხედართმთავარი. იუსტინიანე I-ის იმპერატორობისას. ბიზანტიის იმპერიიასა და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი.

თავდაპირველად ველისარიუსი მსხურობდა იუსტინიანე I-ის ბიძის იმპერატორ იუსტინე I პირად მცველად. თუმცა იუსტინიანე I-ის იმპერატორობის დროს ის დაწინაურდა მხედართმთავრად, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. პირველი მათ შორის იყო სპარსეთის დამარცხება. მისი სამხედრო ნიჭი და გაქანება სრულიად შეესაბამებოდა იუსტინიანე I-ის ამბიციებს რომის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენის თაობაზე.