თარგი:დღის სტატია:06-21

გუამის დროშა
გუამის დროშა

გუამი (ინგლ. Territory of Guam, ჩამორო: Guåhan) — კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, უდიდესია მარიანას არქიპელაგის ჯგუფში, რომელიც მას ყოფს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებისაგან. გუამი შეერთებული შტატების შემადგენლობაშია, აქვს ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსი (organized unincorporated territory) ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. დედაქალაქია ჰაგატნა.