თარგი:დღის სტატია:04-4

მარტინ ლუთერ კინგი (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ორატორული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა - იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებული კონგრესის მიერ. მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა "მე მაქვს ოცნება" («I have a dream»), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ.კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.