თარგი:დღის სტატია:01-26

უნივერსიტეტის I კორპუსი
უნივერსიტეტის I კორპუსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.