თარგი:დღის სტატია:01-21

აბო თბილელი
აბო თბილელი

აბო თბილელი (დ. დაახლ. 757 - გ. 6 იანვარი, 786) — ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით - 21 იანვარი. მიჩნეულია ქალაქ თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.