თარგი:დღის მოვლენები:10-22

  • 1383 : პორტუგალიის მეფე ფერნანდუს ტახტის მემკვიდრის გარეშე გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
  • 1605 : კახეთის აჯანყება დაიწყო ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
  • 1844 : უილიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.
  • 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.
  • 1907 : ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.
  • 1962 : კარიბის კრიზისიაშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი კუბის გარშემო სანაოსნო კარანტინს აცხადებს, მასზე საბჭოთა ბირთვული იარაღის დაფიქსირების გამო.
  • 2009 :კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows 7 გამოვიდა.