თარგი:დღის მოვლენები:10-16

მარია ანტუანეტა
მარია ანტუანეტა
  • 1793 : ლუი XVI-ის ცოლს მარია ანტუანეტას (სურათზე) გილიოტინაზე თავი მოკვეთეს რევოლუციის მოედანზე, პარიზში.
  • 1813 : ლაიფციგთან მეექვსე კოალიციამ იერიში მიიტანა საფრანგეთის პირველ იმპერიაზენაპოლეონის ომთაგან უმსხვილესი კონფლიქტი.
  • 1834 : უესტმინსტერის სასახლე ხანძარმა თითქმის სრულიად გაანადგურა ლონდონში.
  • 1940 : ვარშავის გეტო შექმნეს ნაცისტებმა.
  • 1946 : ნიურნბერგის პროცესში ბრალდებული ათი სამხედრო დამნაშავე ჩამოახრჩვეს.
  • 1964 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველ ბირთვულ გამოცდას ატარებს.
  • 1978 : იოანე პავლე II, კარდინალი კრაკოვიდან, ხდება პირველი არაიტალიელი პაპი XVI საუკუნის შემდეგ, და ასევე პირველი ისტორიაში სლავური ქვეყნიდან.