თარგი:დღის მოვლენები:10-12

ვოსხოდის გაფრენის საიუბილეო მარკა
ვოსხოდის გაფრენის საიუბილეო მარკა
  • ძვ. წ. 539 : სპარსეთის მეფე კიროს II დიდის არმია ბაბილონს იღებს.
  • 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კარიბებს აღწევს. მისი ვარაუდით იგი აღმოსავლეთ აზიაში ჩავიდა.
  • 1810 : პირველი ოქტობერფესტი გაიმართა ბავარიაში უფლისწული ლუდვიგ I ბავარიელის ქორწინების აღსანიშნავად.
  • 1960 : ცივი ომი: ნიკიტა ხრუშჩოვი გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე გამომსვლელთა მაგიდას ფეხსაცმელს ურტყამს საბჭოთა კავშირის კოლონიალური პოლიტიკის კრიტიკის პროტესტის ნიშნად.
  • 1964 : სსრკ ორბიტაზე ვოსხოდ 1-ს უშვებს — პირველი კოსმოსური ხომალდი რამდენიმე ადამიანით ბორტზე და პირველი გაფრენა კოსმოსური სკაფანდრების გარეშე (საიუბილეო საფოსტო მარკა სურათზე).
  • 1970 : ვიეტნამის ომი: აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვიეტნამიდან ჯარის გამოყვანის შესახებ აცხადებს.
  • 1999 : დედამიწის მოსახლეობამ 6 მილიარდს მიაღწია.