თარგი:დღის მოვლენები:09-17

ანრი III
ანრი III
  • 1577 : ანრი III-მ (სურათზე) ჰუგენოტებთან ბერჟერაკის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
  • 1630 : აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში ქალაქი ბოსტონი დაარსდა.
  • 1787 : კონტინენტური კონგრესის წევრებმა ფილადელფიაში აშშ-ის კონსტიტუციას მოაწერეს ხელი.
  • 1809 : შვედეთი და რუსეთი დაზავდნენ ფინეთის ომში; ფრიდრიკსჰამნის ხელშეკრულებით ფინეთის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადავიდა.
  • 1939 : მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას შეუერთდა პოლონეთზე თავდასხმაში.
  • 1978 : ისრაელმა და ეგვიპტემ კემპ-დევიდის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • 1991 : ლინუს ტორვალდსმა ლინუქსის კოდი გამოაქვეყნა.
  • 2004 : ტამილური ენა პირველ კლასიკურ ენად გამოცხადდა ინდოეთში.