თარგი:დღის მოვლენები:07-3

კონსტანტინე დიდი
კონსტანტინე დიდი
  • 324 : ადრიანოპოლის ბრძოლაში კონსტანტინე I (სურათზე) ლიცინიუსს ამარცხებს, რომელიც ბიზანტიიდან გაქცევით შველის თავს.
  • 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე ხდება, პირველი კაპეტინგების დინასტიიდან, რომელიც საფრანგეთს 1792 წლის რევოლუციამდე მართავდა.
  • 1608 : პირველი ევროპული ქალაქი არაესპანურენოვან ჩრდილოეთ ამერიკაში - კვებეკ-სიტი - დააარსა სამიუელ შამპლენმა.
  • 1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - გეტიზბერგის ბრძოლის ბოლო და ყველაზე სისხლიანი დღე.
  • 1866 : პრუსიელებმა ავსტრიის არმია დაამარცხეს კიონიგრაცის ბრძოლაში, რომელიც გადამწყვეტი გახდა ავსტრო-პრუსიის ომში.
  • 1928 : პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი - საბჭოთა ძალებმა ნაცისტებისგან მინსკი გაათავისუფლეს ოპერაცია ბაგრატიონში.