თარგი:დღის მოვლენები:06-11

დიდი ბარიერული რიფი
დიდი ბარიერული რიფი
  • ძვ. წ. 1184 : ტროის ომში ქალაქი ტროა მიწასთან გაასწორეს, ერატოსთენეს გამოთვლით.
  • 1125 : აზაზის ბრძოლაში ჯვაროსნებმა სელჩუკები დაამარცხეს.
  • 1770 : ინგლისელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი დიდ ბარიერულ რიფზე (სურათზე) გაირიყა.
  • 1788 : რუსი მკვლევარი გერასიმ იზმაილოვი ალასკას აღწევს.
  • 1901 : ახალმა ზელანდიამ კუკის კუნძულების ანექსია მოახდინა.
  • 1937 : დიდი წმენდა: მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი და წითელი არმიის რამდენიმე უმაღლესი ოფიცერი დააპატიმრეს ტროცკისტების ანტისაბჭოთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.