თარგი:დღის მოვლენები:05-31

სემუელ პეპისი
სემუელ პეპისი
  • 1223 : კალკის ბრძოლა : მონღოლებმა კიეველთა, გალიჩისა და ჩერნიგოვის გაერთიანებული ჯარები დაამარცხეს მდინარე კალკის სანაპიროსთან, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.
  • 1669 : გაუარესებული მხედველობის გამო ინგლისელი საზღვაო მეთაური და პარლამენტის წევრი სემიუელ პიპსი (სურათზე) ბოლო ჩანაწერს აკეთებს საკუთარ დღიურში, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირველადი წყაროა სტიუარტების რესტავრაციის პერიოდიდან.
  • 1889 : საუზ-ფორკის კაშხალი გაირღვა ჯონზტაუნთან, პენსილვანიაში, რის გამოც 18,1 მილიონი კუბური მეტრი წყლის ნიაღვარმა მიმდებარე ტერიტორიაზე 2200 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1910 : კაპის, ნატალის, ტრანსვაალის კოლონიები და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო ქმნიან სამხრეთ აფრიკის კავშირს, რომელიც ზუსტად 51 წელიწადში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკად გარდაიქმნა.
  • 1974 : სირია და ისრაელი საომარ მოქმედებებს წყვეტენ — დასრულდა ოცდღიანი იომ-ქიფურის ომი.