თარგი:დღის მოვლენები:03-26

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
  • 1027 : პაპმა იოანე XIX-მ კონრად II საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
  • 1484 : ინგლისურად წიგნების პირველმა მბეჭდავმა უილიამ პაქსტონმაეზოპეს იგავების“ მისეული თარგმანი გამოსცა.
  • 1636 : ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი — უტრეხტის უნივერსიტეტი — დაარსდა.
  • 1960 : დაფუძნდა საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (სურათზე).
  • 1971 : პაკისტანის არმიის მიერ ბენგალელთა ნაციონალისტური მოძრაობის ჩახშობის მცდელობის შემდეგ ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ბანგლადეშის განმანთავისუფლებელი ომის დაწყება გამოიწვია.
  • 1975 : ძალაში შევიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, პირველი მრავალმხრივი განიარაღების ხელშეკრულება, რომელმაც იარაღის მთელი კატეგორია აკრძალა.
  • 1999 : გამოვიდა კომპიუტერული ვირუსი მელისა, რომელიც სწრაფად მოედო მსოფლიოს ელექტრონული ფოსტის სისტემებს.