თარგი:დღის მოვლენები:02-9

ბოინგ 747
ბოინგ 747
  • 1825 : საყოველთაო არჩევნებში კანდიდატებისთვის ხმების უმრავლესობის მიუღებლობის გამო, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯონ კუინსი ადამსი აირჩია.
  • 1895 : უილიამ მორგანმა, ფიზიკური განათლების დირექტორმა მასაჩუსეტსიდან, სპორტული თამაში მოიგონა, რომელიც შემდგომში ხელბურთში გადაიზარდა.
  • 1920 : პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც შპიცბერგენი ნორვეგიის კუთვნილებად აღიარა.
  • 1924 : აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ნახიჩევანის ასსრ (1990 წლის ნოემბრიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა).
  • 1960 : ჰოლივუდის ვარსკვლავთა ბულვარზე პირველი ვარსკვლავი მსახიობ ჯოან ვუდვარდს ერგო.
  • 1969 : ჩატარდა ბოინგ 747-ის (სურათზე) პირველი საცდელი ფრენა, რომელიც 2005 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო.
  • 1998 : პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისის ცენტრში მასზე განხორიელებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა.