თარგი:დღის მოვლენები:01-13

ავგუსტუსი
ავგუსტუსი
  • ძვ. წ. 27 : რომის სენატის დადგენილებით ოქტავიანეს მიენიჭა იმპერატორის, ავგუსტუსის და პრინცეპსტის წოდებები. ეს დღე რომის იმპერიის დაბადების დღედ ითვლება.
  • 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის მეოთხე თანამგზავრი „კალისტო“ აღმოაჩინა.
  • 1910 : რადიოთი პირველად განხორციელდა ოპერის ტრანსლაცია — ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის თეატრიდან.
  • 1915 : მიწისძვრამ ავეძანოში, იტალია, 30 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1942 : ჰენრი ფორდმა დააპატენტა პლასტმასის ნაწილებიანი ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივზე 30 %-ით ნაკლებს იწონიდა.
  • 1968 : ჯონი კეში მის განთქმულ ალბომს წერს ცოცხალი შესრულებით ფოლსომის საშტატო საპყრობილედან.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მომხრეები დაარბიეს.