თარგის განხილვა:ინფოდაფა ეგვიპტის მეფე/ინფო
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Fkhoveli
თარგი დაუსრულებელია ამიტომ გთხოვთ მასში რედაქტირებებისგან თავი შეიკავოთ, რაც მთავარია მისი სტატიაში გამოყენება არარეკომენდირებულია. დაწერეთ თქვენი კითხვები თარგთან დაკავშირებით და შევეცდები სრული პასუხი გაგცეთ.--Fkhoveli განხილვაწვლილი 14:46, 15 აგვისტო 2014 (UTC)
- თარგის შექმნის მიზეზი
დავიწყოთ იქიდან, რომ თარგი არის გადმოთარგმნილი რუსულიდან, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ პრობლემა ისაამ, რომ თარგი სრულყოფილად არ არის ნათარგმნი, თარგის გამოყენებისას ჩნდება რუსული ტექსტები, რომლებიც ნათარგმნი არ არის. ამავდრროულად თარგი გაუმართავიც არის, მასში მითითებული ზოგიერთი ინფორმაცია სტატიაში არ ჩნდება, მაგ. ჩასმული სურათი. ამის გამო საჭიროა ორი თარგის გამოყენება გამოყენება. ესენია თარგი:Hiero და თარგი:ინფოდაფა მმართველი, ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თარგი:ინფოდაფა ფარაონი იშვიათად გამოიყენება. ქართულ ვიკიპედიაში ისედაც რამოდენიმე ფარაონის სტატიაა და მათშიც ზემოთხსენებული ორი თარგია გამოყენებული. თუ გადახედავთ ჩემს წვლილს ამ საიტზე ნახავთ, რომ ბოლო ხანებში ქართულ ვიკიპედიაში ეგვიპტესა და მის ისტორიაზე არსებული ინფორმაციის გამდიდრებას ვცდილობ. ამიტომაც დავიწყე ამ თარგის შექმნა. მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება ერთ თარგში ფარაონის ინფოფისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის (მათ შორი იეროგლიფების) სრულად მოთავსება და წარმოჩენა.
- არსებული თარგის რედაქტირება
შეიძლევა ვინმემ იფიქროთ, რომ ახალი თარგის შექმნას ძველი გადაეკეთებინა მაგრამ პირადა მე თავი შევიკავე. რადგან დავიწყოთ იქიდან, რომ რთული თარგია და ბევრი რედაქტირებები და ცვლილებები უნდა განხორციელდეს მასში. ამავდროულად არ გავრისკე რადგან თუ ამ თარგით რაიმე სტატია არსებობს ჩემი რედაქტირებ მისი ინფოდაფა 100%-ით შეიცვლება, ამ მიზეზის გამოც შევიკავე თავი. გადავწყვიტე სრულიად ახალი თარგი შემექმნა და დასრულების შემდეგ თუ ის არსებულზე ბევრად უკეთესი იქნება (რისი მოლოდინიც მაქვს) მაშინ არსებულ თარგი წაიშლება (ვგულისხმობ თარგი:ინფოდაფა ფარაონი) და ეს თარგი მის სახელზე გადავავა. თარგის გადატანას და წაშლას ხომ დიდი წვალება არ სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე ჯერ თარგი სრულად შევქმნა, ამის შემდეგ კი ისევ თქვენი მოსაზრებებისა და რჩევებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ.