თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ლოს-ანჯელესი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თხმ) (ინგლ. The Museum of Contemporary Art, Los Angeles (MOCA)) - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში. მუზეუმს ორი შენობა ეკუთვნის, ორივე ლოს-ანჯელესში. ძირითადი შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გრანდ ავენიუზე, უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზთან. მეორე, ძველი შენობა მდებარეობს "პატარა ტოკიოს" უბანში, ასევე ლოს-ანჯელესის ცენტრში. 2000-2019 წლებში მუზეუმს ასევე სატელიტური შენობა ეკუთვნოდა წყნარი ოკეანის დიზაინის ცენტრში., დასავლეთ ჰოლივუდში.[3]

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის ძირითადი შენობა
34°03′12″ ჩ. გ. 118°15′03″ დ. გ. / 34.05333° ჩ. გ. 118.25083° დ. გ. / 34.05333; -118.25083
დაარსდა 1979 წ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ლოს-ანჯელესი[1] [2]
ექსპონატი დაახ. 6,000
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
დირექტორი კლაუს ბიესენბახი
ოფიციალური საიტი moca.org
Map

მუზეუმი სპეციალიზირდება მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში შექმმნილ ამერიკულ და ევროპულ სხვადასხვა დისციპლინის ხელოვნებაზე. ეს ერთადერთი მუზეუმია ლოს-ანჯელესში, რომელიც მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებაზე სპეციალიზირდება.

მუზეუმის დაარსება

რედაქტირება

მუზეუმის დაარსების იდეა ეკუთვნოდა ლოს-ანჯელელ ფილანტროპისტს მარსია საიმონ ვეისმანს. 1979 წელს ვეისმანმა ქალაქში თანამედროვე ხელოვნების გალერეის გახსნის საჭიროების საკითხი ერთ-ერთ პოლიტიკურ ღონისძიებაზე დააყენა. აქამდე, 1975 წელს, ვეისმანის ძმამ, ნორტონ საიმონმა ფინანსური პრობლემების მქონე პასკადერას ხელოვნების მუზეუმი გამოისყიდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა მუზეუმის ფოკუსი თანამედროვე ხელოვნებაზე. იდეით ლოს-ანჯელესის მერი ტომ ბრედლი დაინტერესდა. რამდენიმე კვირაში ჩამოყალიბდა მერის მუზეუმის სამრჩევლო კომიტეტი, რომელმაც მიზნად დაისახა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაარსება. იმავე წელს ვეისმანმა და ხუთმა სხვა შემგრობებელმა ხელშეკრულება დადეს რამდენიმე კერძო კოლექციონერთან მუზეუმისთვის მათი კოლექციების ნაწილის გამოსასყიდლად; ამაზე 6 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა.[4] კომიტეტს ხელმძღვანელობდა უილიამ. ა. ნორისი.

1980 წელს თანამედროვე ხელოვნების ახალგაზრდა მუზეუმი დაარსებული იყო და ბოიდის ქუჩის ოფისიდან იმართებოდა. მუზეუმის განვითარებაში ჩართული იყო უამრავი ფილანტროპი და შემგროვებელი - მათთვის შეიქმნა მუზეუმის ქომაგების გუნდი, შეიქმნა ასევე სამრჩევლო დეპარტამენტი მხატვრებისთვის. მუზეუმმა მიზნად დაისახა მუშაობის პირველ წელს 10 მილიონი დოლარი აეგროვებინა.[5] პირველ დირექტორად დაინიშნა რიჩარდ კოშალეკი. დაიწყო მოლაპარაკებები მხატვრებთან და გალერეებთან, ასევე საგამოფენო სივრცის შეძენის შესახებ. მუზეუმმა მიიღო მილიონი დოლარი მაქს პალევსკიდან, ელი ბროუდისგან და ატლანტიკ რიჩფილდისგან.[6] შემდგომში ბროუდი მუზეუმის დამაარსებელი თავმჯდომარე გახდა, პალევსკიმ კი არქიტექტურული ძიების კომიტეტი ჩამოაყალიბა მუზეუმისთვის საგამოფენო სივრცის მოსაპოვებლად.[7] მუზეუმის დამფინანსებელთა შორის უმეტესობა ახალგაზრდა იყო და პირველად იჩენდა ფინანსურ ინტერესს ზელოვნების მიმართ.

საგამოფენო სივრცეების გახსნა

რედაქტირება

სანამ მუზეუმის ძირითადი შენობა აგების პროცესში იყო მუზეუმი უფრო პატარა სივრცეში მოთავსდა. სივრცე "პატარა ტოკიოს" უბანში იყო, სადაც იმ დროს ბევრი მხატვარი მუშაობდა.[8] შენობა 1940-იან წლებში აშენდა და აქამდე იხმარებოდა ტექნიკის საცავად და პოლიციის ავტოფარეხად. საცავის სივრცის განახლების პროექტის ავტორი კალიფორნიელი არქიტექტორი ფრენკ გერი გახდა. მან შენობის ინტერიერი ძირითადად შეუცვლელად დატოვა და მისი ინდუსტრიული იერი შემოინახა, განახლდა განათება, შემოსასვლელი და სხვა დეტალები. 1983 წელს ჩატარდა მუზეუმის გახსნის ცერემონია. ცერემონიაზე უბანში მცხოვრები იაპონელების პატივსაცემად სინტოისტური განწმენდის რიტუალი შესრულდა.[8] რიტუალი პოპულარობით სარგებლობდა უბნის გახსნის ცერემონიებზე. ეს შენობა მუზეუმს მზოლოდ დროებით უნდა ექირავა, მაგრამ მისი პოპულარობის გამო მუზეუმმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

მუზეუმის ძირითადი შენობა გრაბდ ავენიუზე 1986 წელს გაიხსნა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა იაპონელ არქიტექტორ არატა ისოზაკის,[9] რომელსაც აქამდე შეერთებულ შტატებში არ უმუშავია.[9]

2000-2019 წლებში მუზეუმს ასევე 200 მ²-იანი საგამოფენო სივრცე ეკუთვნოდა წყნარი ოკეანის დიზაინის ცენტრში, დასავლეთ ჰოლივუდში. ცენტრში გამოიფინებოდა დამწყები და გამოცდილი ხელოვანების ახალი ნამუშევრები. აქცენტი კეთდებოდა დიზაინის და არქიტექტურის სიახლეებზე.

კოლექციები

რედაქტირება

გრანდ ავენიუს შენობაში ინახება მუზეუმის დაახ. 3,000 ნამუშევრიანი ძირითადი კოლექცია. მას უმეტესად მუზეუმისთვის ნაჩუქარი ან მისყიდული (ბევრი ფაქტობრივად უანგაროდ) ექსპონატები შეადგენენ. მათი უმეტესობა შესრულებული იყო 1940-1980 წლებში. კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი მხატვრები, როგორც ჯექსონ პოლოკი, ერშილ გორკი, ჯესპერ ჯონსი, სინდი შერმანი, პიეტ მონდრიანი და სხვები. რამდენიმე ოთახი გამოყოფილია დროებითი გამოფენებისთვის - ძირითადად ერთი მხატვრის ან ერთი თემატიკის.

"პატარა ტოკიოს" უბნის ძველ შენობაში ორი საგალერეო ოთახია მოწყობილი, სადაც ძირითადად უფრო ექსპერიმენტული და ნაკლებად ცნობილი მხატვრების ტილოები ინახება. ეს შენობა უფრო მაღალია და მეტ სივრცეს ფლობს, ამიტომ აქ დიდი ზომის ტილოები და ქანდაკებები ინახება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება