თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (კლივლენდი)

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თხმ) (ინგლ. The Museum of Contemporary Art (moCa)) - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში. მუზეუმს არ აქვს საკუთარი მუდმივი კოლექცია და მხოლოდ დროებით გამოფენებს ინახავს. კლივლენდის რეგიომში ეს თანამედროვე ხელოვნების ერთადერთი მუზეუმია. [1] დაარსდა 1968 წელს და დაარსებიდან სახელი რამოდენიმეჯერ შეიცვალა - ცნობილი იყო როგორც "ახალი გალერეა" (1968-1984), "კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი" (1984-2002) და "თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი" (2002-დღეს). [2]

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის შენობა
41°30′32″ ჩ. გ. 81°36′18″ დ. გ. / 41.50889° ჩ. გ. 81.60500° დ. გ. / 41.50889; -81.60500
დაარსდა 1968
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
დამაარსებლები მარჯორი თელალეი, ნინა კასტელი სანდელი, აგნეს განდი
მდებარეობა ოჰაიო
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები საშუალოდ წელიწადში 40,000
დირექტორი მეგან ლიქინს რაიქი
ოფიციალური საიტი mocacleveland.org
Map

ისტორია რედაქტირება

მუზეუმი დაარსდა 1968 წელს ხელოვნების ენთუზიასტების, მარჯორი თელალეის, ნინა კასტელი სანდელის და აგნეს განდის მიერ როგორც "ახალი გალერეა" ‐ კომერციული გალერეა კლივლენდში, ყოფილი სამრეცხაოს შენობაში ევკლიდეს გამზირზე. [3] გალერეის არსებობის პირველი 25 წლის განმავლობაში მას მართავდა ერთ-ერთი დამაარსებელი მარჯორი თელალეი და მისი ქმარი ანსელმ თელალეი.

1974 წელს ორგანიზაცია არაკომერვიულად იქცა, 1984 წელს კი პირველად შეიცვალა სახელი. [4] "კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის" (კთხც) სახელით გალერეა 1990 წელს "Cleveland Playhouse Complex"-ის შენობის მეორე სართულზე გადავიდა. გადასვლამ საგამოფენო სივრცე 1,900 მ²-მდე გაზარდა.

1996 წელს მუზეუმის დირექტორი ჯილ შნაიდერი გახდა. შნაიდერის ინიციატივით კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების ცენტრს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაერქვა. შნაიდერის დირექტორად ყოფნისას მუზეუმის სტუმრების წლიური საშუალო რიცხვი 11,000-დან 20,000, შემდეგ კი 50,000 გახდა. მან მუზეუმი ახალ შენობაში გადაიტანა კლივლენდის გარეუბაბში, კლივლენდის ხელოვნების ინსტიტუტთან და კეისის დასავლეთი რეზერვის უნივერსიტეტთან ახლოს. [5] თუმცა, შემსგომში მუზეუმის ევკლიდეს გამზირზე დაბრუნების ინიციატივა გაჩნდა და 2011 წლის 8 ოქტომბერს მუზეუმი თავის დღევანდელ შენობაში გადავიდა. [6] საგამოფენო სივრცე ახალ შენობაში უმეტესად "Cleveland Playhouse Complex"-ის საგამოფენო სტრუქტურას ინარჩუნებს. 2018 წელს შეიცვალს მუზეუმის დასახელების ინგლისური აკრონიმი - ახალი აკრონიმის ("moCa") მიზანია აწცენტის გაკეთება მუზეუმის ფოკუსზე თანამედროვე ხელოვნებაზე (დიდი ასოთი იწერება მხოლოდ C - Contemporary; თანამედროვე).

2020 წლის 16 მარტს მუზეუმი დროებით დაიხურა კორონავირუსის პანდემიის გამო. დღეს მუზეუმში შესვლა მხოლოდ პირბადითაა დაშვებული.

არქიტექტურა რედაქტირება

მუზეუმის დღევანდელი შენობა გაიხსნა 2012 წელს. შენობის პროექტის ავტორია ბრიტანელ-ირანელი არქიტექტორი ფარშიდ მუსავი და არქიტექტურული დიზაინის სტუდია უცხოური ოფისის არქიტექტორები (უოა). [7] მშენებლობაში ასევე მონაწიკეობდა ამერიკული კომპანია "უესთლეიკ რიდ ლესკოვსკი". 18,7 მილიონი დოლარის ბიუჯეტით აიგო 34,000 კვადრატული ფუტის ფართობის ოთხსართულიანი შენობა. [8] მშენებლობა მიმდინარეობდა 2008-2012 წლებში, დიზაინი პირველად საჯაროდ წარმოდგენილი იყო 2010 წელს ონლაინ პროგრამის მეშვეობით. [9]

დიზაინი გათვლილი იყო ჰარმონიულ შერწყმაზე უბნის სხვა შენობებთან და, ფაშიდ მუსავის თქმით, "დაგეგმილია, როგორც კლივლენდის კოსმოპოლიტური უბნის სასტუმრო ოთახი... კატალიზატორი ქალაქის კრეატიულობის და განვითარების". [10] შენობა დაფარულია შავი მრეკლავი უჟანგავი ფოლადით. მუსავის კონცეპტის თანახმად, ფოლადი ირეკლავს მზის შუქს და გარშემო შენობებს. მუზეუმის ინტერიერი შედგება ლურჯი კედლებისგან; მათ მიზნად მუსავი სტერეოტიპული თეთრი კედლების თავიდან არიდებას ისახავდა. ოთახები ერთმანეთისგან მოძრავი მინის კედლებითაა განშორებული.

ღონისძიებები რედაქტირება

კოლექციის მოვლის და საგამოფენო სიცრცის გაფართოების ხარჯების თავიდან ასაცილებლად მუზეუმი არ ინახავს მუდმივ კოლექციას და მხოლოდ დროებით გამოფენებს მართავს. მუზეუმის არსებობის პირველ წლებში მასში გამოიფინებოდა ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგორც ქრისტო, როი ლიხტენშტეინი, ენდი უორჰოლი, ჯასპერ ჯონსი, რობერტ როშენბერგი და სხვები. დღეს მუზეუმში მოქმედებს გამოფენათა განრიგი, რომლის მიხედვით გამოფენა წელიწადში სამჯერ იცვლება. გამოფენებში ძირითადად კლივლენდელი და ჩრდულოეთ-აღმოსავლეთი ოჰაიოს მხატვრები მონაწილეობენ, იმართება ასევე რეგიონალური გამოფენები.

მუზეუმის დღევანდელი მუშაობა განისაზღვრება 2015-2018 წლებში შემუშავებული ახალი სტრატეგიული გეგმით, რომელიც მიზნად ისახავს მუზეუმის სტუმრებისთვის "აღმოჩენის გამოცდილების" და ინტერაქტიული, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. მუზეუმის არაშემგროვებლური სტატუსის გამო მას მეტი თავისუფლება აქვს საგამოფენო სივრცის და ზოგადი მიდგომის შეცვლაში. პროგრამის ფარგლებში მუზეუმში შესვლა უფასო გახდა (2019 წლის 19 მარტის მონაცემებით), შემუშავდა "მრავალფეროვანი კურატორობის (დღეს მუზეუმს ექვსი კურატორი ჰყავს), ინტერაქტიული შეგირდობის და განათლების სპეციალისტების მოწვევის გეგმა" და ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამები. საგანმანათლებლო პროგრამები ნებისმიერი ასაკისთვისაა გათვლილი და ითვალისწინებს ინტერაქტიულ ტურებს და აქტივობებს მუზეუმის ტერიტორიაზე. ასევე ტარდება შეხვედრები მხატვრებთან, ექსკურსიებს გალერეაში და აქტივობები, რომლებიც უფრო ფართო კულტურულ საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება