თამარ მიხეილის ასული ვიხოდცევა (დ. 23 დეკემბერი, 1907, თბილისი, — გ. 2 სექტემბერი, 1993, იქვე) — ქართული ბალეტის მსახიობი, კლასიკური ცეკვის პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1961).

1917–1920 წლებში სწავლობდა თბილისში ა. ინოჩენცის, 1920–1921 წლებში — მ. მორდკინის კერძო საბალეტო სტუდიებში, ხოლო 1921–1926 წლებში — მ. პერინის საბალეტო სკოლა-სტუდიაში. 1924–1937 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მოცეკვავე, 1936–1991 წლებში — თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი. მის აღზრდილთა შორის არიან: ნინო ანანიაშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ლ. ბაბკოვა, თ. სანაძე, ი. ზელენსკი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება