თამაზ ყურაშვილი (ექიმი)
(გადამისამართდა გვერდიდან თამაზ ყურაშვილი (პოლიტიკოსი))
თამაზ ყურაშვილი (დ. 17 ივნისი, 1937) — ქართველი ექიმი.
თამაზ ყურაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1937 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ექიმი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1960-1967 წლებში იყო ტყიბულის მაღაროთსამმართველოს სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის ექიმი, რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, 1967 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).