თამაზ ნავერიანი (დ. 8 იანვარი, 1967, მესტია) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი.

თამაზ ნავერიანი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1967 (1967-01-08) (57 წლის)
დაბადების ადგილი მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“

1991 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1988-1990 წლებში იყო სპორტკომპლექსის მეთოდისტი; 1990-1991 წლებში მარნეულის რაიონის პრეფექტის მოადგილე; 1991-1992 წლებში მარნეულის რაიონის გამგებლის მოადგილე; 1992-2000 წლებში მარნეულის სპორტკომპლექსის მთავარი მწვრთნელი; 2000-2005 წლებში მარნეულის სპორტკომპლექსის დირექტორის მოადგილე; 2005-2013 წლებში და 2006-2016 წლებში ააიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის დირექტორი. ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი (1986), საბჭოთა არმიის ჩემპიონი (1986,1988). ძიუდოისტი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება