თამაზ იმნაიშვილი (დ. 28 ივლისი, 1954, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.[1] საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 1992 წლიდან. ღირსების ორდენის კავალერი.[2][3]

თამაზ იმნაიშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი თამაზ ზურაბის ძე იმნაიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1954 (1954-07-28) (69 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 186 სმ
წონა 105 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი სპორტული სროლა
სახეობა სასტენდო სროლა
ტყვიის სროლა
კლუბი „ლოკომოტივი“ თბილისი
მწვრთნელი მიხეილ კუროჩკინი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1981

ბიოგრაფია რედაქტირება

ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987). ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975). სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ 125-იდან). გივი შენგელიასთან და დავით ქვათაძესთან ერთად მსოფლიო თასის გათამაშეების (1995) მე-3 პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში.

ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1996, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში.

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1977 ევროპის ჩემპიონატი დორჩესტერი, დიდი ბრიტანეთი  
1978 ევროპის ჩემპიონატი ზული, გდრ  
1979 მსოფლიო ჩემპიონატი მონტეკატინი, იტალია  
1980 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი  
1981 ევროპის ჩემპიონატი მოსკოვი, სსრკ  
1981 მსოფლიო ჩემპიონატი ტუკუმანი, არგენტინა  
1982 ევროპის ჩემპიონატი მონტეკატინი, იტალია  
1984 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი  
1984 ევროპის ჩემპიონატი სარაგოსა, ესპანეთი  
1985 ევროპის ჩემპიონატი ანტიბი, საფრანგეთი  
1985 ევროპის ჩემპიონატი ანტიბი, საფრანგეთი  
1987 ევროპის ჩემპიონატი (გაერთიანებული) ლახტი, ფინეთი  
1990 მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) მოსკოვი, სსრკ  
1993 მსოფლიო ჩემპიონატი ტუკუმანი, არგენტინა  
1995 მსოფლიო ჩემპიონატი ნიქოზია, კვიპროსი  

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 94, თბ., 1996–97.
  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 165. 371 გვ.

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თავაძე, ირაკლი (24 ივნისი, 2019). „ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ქართველი მსაჯი თამაზ იმნაიშვილი იქნება“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. თავაძე, ირაკლი (28 ივლისი, 2013). „„ლელოს“ სტუმარი თამაზ იმნაიშვილი — მესტენდურის ვნებანი“. sportall.ge. „ლელო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-05. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი სასტენდო სროლის ქართველი ლეგენდა — თამაზ იმნაიშვილი. YouTube. Georgian Public Broadcaster (27 ნოემბერი, 2021). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022