თალიშის მთები

(გადამისამართდა გვერდიდან თალიში)

თალიშის მთები, თალიში (აზერ. Talış dağları) — საშუალო სიმაღლის მთები აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე. შედგება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სამი ქედისაგან, რომლებიც მთათაშუა ქვაბულებითაა გაყოფილი. თალიშის მთები ციცაბოდ ეშვება ლენქორანის დაბლობისაკენ. სიმაღლე 2493 მ აღწევს (მთა გომურგოი). თალიშის მთები უმთავრესად აგებულია კაინოზოური ასაკის ფლიშური, ვულკანოგენური და ინტრუზიული ქანებით, სეისმურია, აღმოსავლეთ კალთებზე 600 მ სიმაღლემდე სუბტროპიკული ტყეებია, ზევით წიფლის ტყეა, მთავარ თხემზე — ბუჩქები, მთის ქსეროფიტული და მთის მდელო-სტეპური მცენარეულობა.

თალიშის მთები
თალიშის მთები
თალიშის მთები
კოორდინატები: 38°41′47″ ჩ. გ. 48°18′40″ ა. გ. / 38.69639° ჩ. გ. 48.31111° ა. გ. / 38.69639; 48.31111
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ირანის დროშა ირანი
ტერიტორიული ერთეული გომურგოი
უმაღლესი წერტილი 2493
სიგრძე 100 კმ
თალიშის მთები — აზერბაიჯანი
თალიშის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება