თაზქირათ ალ-მულუქი

„თაზქირათ ალ-მულუქი“ — „ხელმწიფეთა სამახსოვრო“, სპარსულ კანონთა კრებული, შედგენილია დაახლოებით 1725 წელს, ირანში ავღანელთა ბატონობის დროს, სეფიანთა ერთ-ერთი, ანონიმი მოხელის მიერ ავღანელ ხელისუფალთა დავალებით.

სეფიანთა დინასტიის დამხობის შემდეგ ირანში გაბატონებულ ავღანელებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის გამოცდილება, ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ, დაყრდნობოდნენ სეფიანთა სახელმწიფოში მოქმედ კანონებს. კრებულში მოცემულია ირანის სამეფო კარის მოხელეთა, პროვინციის გამგებელთა და დედაქალაქ ისპაანის მოხელე-ხელისუფალთა უფლება-მოვალეობანი. მასში არის ცნობები საქართველოსა და ქართველების შესახებ, კერძოდ, „გურჯისტანის“ ვალის, ქართლის, კახეთის და თბილისის მმართველების, ისპაანის ტარუღას (1618–1722 წლებში ქართველები იყვნენ), სასახლის ქართველი ღოლამების ნაწილის დასაჭურისებისა და მათგან ყველაზე ღირსეული ხოჯების ასისთავად დანიშვნის შესახებ. კახეთი, როგორც ხარკის გადამხდელი, მიწერილია ყარაბაღის საბეგლარბეგოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბაშვილი ვ., სპარსული დასტურლამალი, {თსუ შრომები}, 1949, 30B;
  • გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
  • კუცია კ., „თაზქირათ ალ-მულუქის“ ცნობები საქართველოს შესახებ, {ქართული წყაროთმცოდნეობა}, [ტ.] 3, თბ., 1973;
  • სურგულაძე ნ., სეფიანთა ირანის ცენტრალური მმართველობა, თბ., 1990;