თავრალის მაცხოვრის ეკლესია

თავრალის მაცხოვრის ტაძარი (მაცხვარ) — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის თემის სოფელ თავრალის სასაფლაოზე.

თავრალის მაცხოვრის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება შუა საუკუნეები
დეტალები

მაცხოვრის ტაძარი თავრალში ერთადერთი მოქმედი ეკლესია იყო. 1880 წელს აქ წირავდა მღვდელი წერეთელი, შემდეგ მღვდელი მათე საბანიძე, ბოლოს კი მღვდელი გრიგოლ კორძაია. 1924 წელს კავკასიონის ქედით შემოსულ წითელი არმიის ჯარისკაცებს ეკლესია აბანოდ უქცევიათ. მალე დანგრეულა კიდეც. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი. ტრაპეზის ჯვარი, რომლითაც წყალი იკურთხებოდა, გადაარჩინა ჯანდრე ცინდელიანმა[1].

ეკლესიას, 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზემო სვანეთი, ჟურნალი „კარიბჭე“, 2009 წ.

სქოლიო რედაქტირება