ფედერალური ლიგა

(გადამისამართდა გვერდიდან თავისუფალ ხალხთა ლიგა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფედერალური ლიგა ან თავისუფალ ხალხთა ლიგა (ესპ. Liga Federal ან Liga de los Pueblos Libres) - ყოფილი კონფედერაციული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, მონტევიდეოს გარშემო. არსებობდა 1815 -1820 წლებში. მოიცავდა თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიას მთლიანად და მის მოსაზღვრე არგენტინის გარკვეულ ტერიტორიას.

ფედერალური ლიგა
ესპ. Liga Federal ან Liga de los Pueblos Libres

აუღიარებელი სახელმწიფო

29 ივნისი 181523 თებერვალი 1820
 

 

დროშა

ფედერალური ლიგა (ვარდისფრად)
დედაქალაქი მონტევიდეო
ენა ესპანური
რელიგია კათოლიკობა
მმართველობის ფორმა კონფედერაცია
პირველი ლიდერი ხოსე ხერვასიო არტიგასი

შეიქმნა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დაშლის შემდეგ. მისი არსებობა კი იმით დამთავრდა, რომ ტერიტორიის ნაწილი ბრაზილიის იმპერიამ დაიპყრო, ნაწილი კი რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულმა პროვინციებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს გეგმებში შედიოდა მთელი თანამედროვე არგენტინის ტერიტორიის მიერთება, ეს გეგმა განუხორციელებელი აღმოჩნდა და ის ძირითადად მონტევიდეოსა და ე.წ. "Banda Oriental"-ის გარშემო დარჩა კონცენტრირებული.

დღეისათვის, ფედერალური ლიგა თანამედრეოვე ურუგვაის წინაპრად მიიჩნევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება