თაბორის მთა

(გადამისამართდა გვერდიდან თაბორი (მთა))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბორი.

თაბორის მთა (ებრ. הר תבור, თავორო) — 588 მ სიმაღლის განცალკევებული მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეიაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში.

თაბორის მთა
კოორდინატები: 32°41′14″ ჩ. გ. 35°23′25″ ა. გ. / 32.68722° ჩ. გ. 35.39028° ა. გ. / 32.68722; 35.39028
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სიმაღლე 588 
თაბორის მთა — ისრაელი
თაბორის მთა

ქრისტიანობაში ტრადიციულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად. მთის თავზე არსებობს ორი მონასტერი, მართლმადიდებლური და კათოლიკური.[1]

მთის ჩრდილოეთი-აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს ფერისცვალების მოქმედი ბერძნული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი. მონასტრის დაფუძნების ისტორია დაკავშირებულია მოლდოველი არქიმანდრიტის, ირინაჰის სახელთან. მთაზე დასახლების შემდეგ (სავარაუდოდ, 1854 წელი) მან აღმოაჩინა ბიზანტიური ბაზილიკის ნანგრევები, რომლის აგება უკავშირდება მოციქულთასწორი ელენეს სახელს.). ირინაჰმა დაიწყო მისი აღდგენა, მაგრამ ეს საქმე ვერ დაასრულა, რადგანაც გარდაიცვალა შობა დღეს, 93 წლის ასაკში და დაიკრძალა მონასტერშივე.

ტაძარი აშენდა და იკურთხა 1862 წლის 6 აგვისტოს. ტაძარს გააჩნია სამი ტრაპეზი - ცენტრალური - ფერისცვალებისა, სამხრეთი - წინასწარმეტყველთ მოსესა და ელიასი, ხოლო ჩრდილოეთი წმინდა გიორგისა და დიმიტრი სოლუნელის. სამრეკლო აშენდა 1911 წელს. ტაძრის მშენებლობა ხორციელდებოდა რუსეთიდან გამოგზავნილ ფულზეც. მონასტერში ინახება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი დაუჯდომელი ხატი. მოსესა და ელიას ტრაპეზის აფსიდში შენარჩუნებულია უძველესი ტაძრისა და ბიზანტიური მოზაიკის ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არსებობს ასევე მელქისედექის მღვიმეური სამლოცველო.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. прот. П. Солярский, «Опыт библейского словаря собственных имён» (т. IV, СПб., 1884); С. Терновский, «Очерки из церковно-исторической географии» (Казань, 1899).
  2. Платонов П. Святая гора Фавор — место славного Преображения Господня