ზურაბ (ზურა) ჯავახია (დ. 22 მარტი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მუსიკოსი და მსახიობი. ჯგუფ „არას“ ვოკალისტი და მთავარი კომპოზიტორი; ასევე, ჯგუფ „ყველას“ წევრი. წარსულში იყო ჯგუფების „ZurGi“,„Mutual Friends“ და „მინუს ორი“ წევრი. აგრეთვე, ინტერნეტში მოიპოვება მისი მრავალი სხვა, მოკლევადიანი პროექტები, როგორიცაა Fiskehand, „კახა კილაძე და ჯგუფი სამი“ და სხვა. ძირითადად, მუშაობს მისსავე ოთახში მოწყობილ სახლის სტუდიაში.

ზურა ჯავახია

ზურა ჯავახია, „არას“ სოლო-კონცერტი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზურაბ ჯავახია
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1986 (1986-03-22) (38 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მუსიკოსი, მსახიობი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება