ზურაბ ჩაჩუა

ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზურაბ ჩაჩუა (დ. 26 ივლისი, 1927, თბილისი — გ. 18 დეკემბერი, 2005) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ზურაბ ჩაჩუა
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1927(1927-07-26)[1]
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 2005(2005-12-18)[1] (78 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი.

1951–1955 წლებში იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის საოლქო საავადმყოფოს განყოფილების ექიმი–ორდინატორი. 1955–1957 წლებში თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის თერაპიის მე–2 კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1957–1959 წლებში საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სამინისტროს რესპუბლიკური საექიმო–შრომის ექსპერტიზის კომისიის წევრი. 1959–1962 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მე–2 კათედრის ასპირანტი. 1970–1979 წლებში თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. 1982–1986 წელს ამავე ინსტიტუტის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. 1986 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სამედიცინო აკადემიის სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კურსის ხელმძღვანელია. არის 28-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ეწევა სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას საქართველოს სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისუნარიანობის აღდგენისა და ექსპერტიზის რესპუბლიკურ კლინიკაში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, მოჭადრაკე. 2014 წლიდან თბილისში არსებობს ზურაბ ჩაჩუას სახელობის ქუჩა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ერითროპეტინები და პერიფერიული სისხლი კუჭსა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული გასტრიტების დროს“, დაიცვა 1970 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 321

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ჩაჩუა“-დან