ზურაბ აბრამაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზურაბ აბრამაშვილი (დ. 1987 — გ. 8 აგვისტო, 2008) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ აბრამაშვილი დაიბადა სოფელ ვარიანში, გორის რაიონში. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით, მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონში. ბრძოლით გაიარა ცხრა სოფელი ცხინვალამდე, ბოლოს სოფელ ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული, თანამებრძოლებთან ერთად, როცა ტყვია-წამალი შემოელიათ, ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა იქვე ახლოს, ზემოთ, ნაძვებთან და ის-ის იყო, უნდა წამოეღო, რომ პირველი საავიაციო დაბომბვა დაიწყო. საძილე არტერიაში დაიჭრა და დაიღუპა. იყო კაპრალი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

გმირი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი, ნაწ. 1. წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი და სხვ. თბ., 2010, გვ. 123-124.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება