ზოგადი მორფოლოგია

ზოგადი მორფოლოგია (ბერძნ. morphē – ფორმა და logos – სიტყვა, მოძღვრება) — მოძღვრება ფორმების შესახებ. ძირითადად შეისწავლის ცოცხალი არსებების ფორმებსა და მათ განვითარებას. ტერმინი „მორფოლოგია“ მეცნიერებაში დაამკვიდრა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ[1], როდესაც გამოაქვეყნა შრომა სახელწოდებით „მცენარეთა მეტამორფოზების ახსნის ცდა“. გოეთემ დაადგინა ერთიანობა მცენარეთა ორგანოების ფორმების მრავალგვარობაში და დაამტკიცა, რომ ყლორტის ყველა ნაწილი ერთიანი ორგანოს — ფოთლის სახეცვლილებებია (იხილეთ მცენარეთა მორფოლოგია). მორფოლოგიის ალტერნატიული ეგზეგეზები შეიძლება იყოს მაგალითად:[1]

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ავტორი ტერმინისა „მორფოლოგია“.
  • მორფოლოგია გეომორფოლოგიაში — მოძღვრება რელიეფის გარეგან ნიშნებზე, რომელიც განსაზღვრავს ზომებს, აბსოლუტურ სიმაღლეს, შეფარდებით სიმაღლეს, მწვერვალების, ჩადაბლებებისა და ფერდობთა ფორმებს, ეროზიული დანაწევრების ხარისხს.[3]

აგრეთვე გამოიყოფა: მორფოლოგიური ვერტიკალური ზონალობა, მორფოლოგიური ტექტონიკა, მათემატიკური მორფოლოგია და სხვ.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Философский энциклопедический словарь
  2. 2.0 2.1 მორფოლოგია - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  3. Геоморфологический словарь-справочник. Ахромеев Л.М. (сост.) Брянск. 2002.