ზლატან იბრაჰიმოვიჩი

(გადამისამართდა გვერდიდან ზლატან იბრაგიმოვიჩი)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედ. Zlatan Ibrahimović; დ. 3 ოქტომბერი, 1981, მალმე, შვედეთი) — შვედი ყოფილი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 2006-15 წლებში თერთმეტჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაბადების
თარიღი
3 ოქტომბერი, 1981 (1981-10-03) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
მალმე, შვედეთი
სიმაღლე 195 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
1989–1991 როზენგარდი
1991–1995 ბალკანი
1995–1999 მალმე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2001 მალმე 40 (16)
2001–2004 აიაქსი 74 (35)
2004–2006 იუვენტუსი 70 (23)
2006–2009 ინტერი 88 (57)
2009–2011 ბარსელონა 29 (16)
2010–2011   მილანი 29 (14)
2011–2012 მილანი 32 (28)
2012–2016 პარი სენ-ჟერმენი 122 (133)
2016–2018 მანჩესტერ იუნაიტედი 33 (17)
2018–2019 გალაქსი 56 (52)
2020–2023 მილანი 37 (25)
ეროვნული ნაკრები
2001 შვედეთი 21 7 (6)
2001-2023 შვედეთი 118 (62)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია რედაქტირება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმეში 1981 წლის ოქტომბერს. მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტიანი. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

მალმე რედაქტირება

საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა „მალმეში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.

აიაქსი რედაქტირება

ნიდერლანდებში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ნიდერლანდების ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.

იუვენტუსი და ინტერი რედაქტირება

ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ ცნობილი სკანდალის, კერძოდ "კალჩოპოლის" გამო, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა დაქვეითებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ სერია A-ში ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.

ბარსელონა რედაქტირება

 
იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში ყოფნისას

"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60 000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მილანი რედაქტირება

2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი „მილანში“ გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც „მილანი“ 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი „მილანმა“ 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.

მანჩესტერ იუნაიტედი რედაქტირება

2016 წლის 1 ივნისს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალ აგენტად გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“. თავისი პირველი ოფიციალური გოლი მანჩესტერის მაისურით მან ლესტერის წინააღმდეგ გაიტანა 2016 წლის 7 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასის ფინალში. ამჟამად მის ანგარიშზე 33 ჩატარებული მატჩი და 17 გატანილი გოლია.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

 
იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში

ზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. მას ნაკრების მაისურით 99 თამაშში 50 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის შვედეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. ზლატანი ამჟამად შვედეთის ნაკრების კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერია.

თვისებები რედაქტირება

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად „იბრაკადაბრა“ შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. გასულ სეზონში მან „ინტერის“ შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.

მიღწევები რედაქტირება

აიაქსი

იუვენტუსი

  • სერია A (2): 2004–05, 2005–06 (კლუბს ჩამოერთვა ორივე ტიტული ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო)

ინტერი

ბარსელონა

მილანი

პარი სენ-ჟერმენი

ინდივიდუალური

  • შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2005, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება