ზინობიანის მესამე სამაროვანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზინობიანის სამაროვანი.

ზინობიანის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის ჩრდილოეთით 1 კილომეტრზე. ძეგლი თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. 1978 წელს შეისწავლა ამც-ის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცქიტიშვილი. სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები და ორმოსამარხები. ქვაყუთები შედგებოდა მცირე ზომის ფილებისგან და ფილებითვე იყო გადახურული. ასევე არმოაჩინეს თიხის შავად გამომწვარი, უხეშკეციანი, სფერულმუცლიანი ჭურჭელი მომაღლო ყელითა და გადაშლილი პირით. ერთ-ერთ სამარხში გამოვლინდა რკინის შუბისპირი და ნაცრისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ნამტვრევები.

ლიტერატურა რედაქტირება