ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ზივერ-ბეკ ახმედბეკოვი)

ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვი (აზერ. Zivər bəy Əhmədbəyov; დ. 1873, შემახა — გ. 16 თებერვალი, 1925, ბაქო) — უმაღლესი განათლების მქონე პირველი აზერბაიჯანელი არქიტექტორი, ბაქოს მთავარი არქიტექტორი 1918–1922 წლებში.[1]

პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ზივერ-ბეკ გერაი-ბეკ ოღლი აჰმედბეკოვი
დაბ. თარიღი 1873
დაბ. ადგილი შემახა
გარდ. თარიღი 16 თებერვალი, 1925 (52 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ბაქო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი და რესტავრატორი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დრ
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ალმა-მატერი Saint Petersburg Institute of Civil Engineers
მნიშვნელოვანი პროექტები თეზეპირის მეჩეთი

ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვი დაიბადა 1873 წელს შემახაში.[2] 1902 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი. ამავე წლიდან 1917 წლამდე მუშაობდა არქიტექტორად ბაქოს გუბერნიის ადმინისტრაციაში, შემდეგ კი — ბაქოს გამგეობაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, 1918 წელს ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვი გახდა ქალაქ ბაქოს მთავარი არქიტექტორი და იკავებდა ამ თანამდებობას 1922 წლამდე.[1]

1906–1918 წლებში ზივერ-ბეკის პროექტების მიხედვით აიგო მეჩეთი გოიჩაიში (1906), „იმამ-მეჩეთი“ (1909), „ჯუმა-მეჩეთი“ შემახაში (1909–1918; იოსიფ პლოშკოსთან ერთად), ცისფერი მეჩეთი (1912–1913), მეჩეთი „თეზე ფირ“, სკოლა „საადეთ“ (შემდგომში ოფთალმოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, 1911–1912), „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსი (ამჟამად მაშადი აზიზბეკოვის სახელობის სამშობიარო სახლის შენობა, 1900), საბავშვო საავადმყოფო ბაქოში (ამჟამად დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა, 1914–1916). აჰმედბეკოვი აგრეთვე იყო ბაქოსა და შემახაში აგებული მთელ რიგ საცხოვრებელი სახლების პროექტების ავტორი.[1]

აჰმედბეკოვმა გააერთიანა აზერბაიჯანული ხალხური ხუროთმოძღვრების და ევროპისა და აღმოსავლეთის ხუროთმოძღვრების ტრადიციები. 1917 წელს მან ო. აბუევთან ერთად დააარსა „ისლამური ხელოვნების ძეგლთა დაცვისა და მფარველობის საზოგადოება“, ხოლო 1919 წელს — შემახის აღდგენის მიზნით საზოგადოება „ახალი შირვანი“.

ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვი გარდაიცვალა 1925 წლის 16 თებერვალს ქალაქ ბაქოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Әһмәдбәјов / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1980. — Т. IV. — С. 257.
  2. Фатуллаев-Фигаров 2013.