ზვენიგოროდსკის ელჩობა
ზვენიგოროდსკის ელჩობა — 1589-1590 წლებში, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. 1589 წლის აპრილში რუსეთის ხელმწიფემ თედორე ივანეს ძემ კახეთის მეფის ალექსანდრე II-ისაგან ფიცის წიგნის მიღების შემდეგ კახეთში გაგზავნა ელჩობა თავად სიმონ ზვენიგოროდსლისა და დიაკ ტორხ ანტონოვის მეთაურობით. მათთან ერთად საქართველოში გამოემგზავრნენ ქართველი ელჩები თავად ყაფლან ვაჩნაძის მეთაურობით. 1589 წლის ოქტომბერში ზვენიგოროდსკის ელჩობა კახეთში ჩავიდა. ელჩებმა ალექსანდრე II-ს რუსეთის ხელმწიფის წყალობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს. წყალობის სიგელით ხელმწიფე კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღებას და გარეშე მტრებისაგან დაცვას აღუთქვამდა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ, 1590 წლის მაისში, ზვენიგოროდსკის ელჩობა კახეთიდან რუსეთში გაემგზავრა. მათ თან გაჰყვნენ ქართველთა ელჩები სულეიმანი და ხურშიტა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
- მაჭარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 518.