ზეუგმის მოზაიკის მუზეუმი

ზეუგმის მოზაიკის მუზეუმი (თურქ. Zeugma Mozaik Müzesi) — მუზეუმი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში. არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მოზაიკის მუზეუმი, რომელიც შეიცავს 1700 კვადრატულ მეტრს მოზაიკას. გაიხსნა საჯაროდ 2011 წლის 9 სექტემბერს.

"ბოშა გოგოს" მოზაიკა ზეუგმის მოზაიკის მუზეუმში.

მოზაიკის მუზეუმი მდებარეობს ზეუგმაში, ვარაუდობენ, რომ მუზეუმის დამაარსებელია ალექსანდრე მაკედონელის დიდი არმიის ერთ-ერთი გენერალი. საგანძური, მათ შორის, მოზაიკაც, უცნობი იყო 2000 წლამდე, როდესაც არქეოლოგიური ნივთები გამოჩნდა მუზეუმებში და როდესაც დაიგეგმა ახალი კაშხლების აგება ევფრატზე, რომელიც ნიშნავდა, რომ ზეუგმის დიდი ნაწილი სამუდამოდ დატბორებოდა.[1] მოზაიკების დიდი რაოდენობა კვლავ რჩება გამოსამჟღავნებელი[2] და მკვლევარების გუნდი, აგრძელებს პროექტზე მუშაობას.[3]

90,000 კვადრატული ფუტის მუზეუმს ახასიათებს 7,500 კვადრატული ფუტის საგამოფენო დარბაზი და ცვლის ბარდოს ეროვნულ მუზეუმს ტუნისში, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ მოზაიკის მუზეუმს.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Museum of Roman Mosaics to Open in Turkey“. Luxury Travel Magazine.
  2. Gaziantep Zeugma Mosaics Museum. Go Turkey. Turkey's Official Tourism Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-25. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  3. „Secret Turk heroes of Zeugma Mosaic Museum“. Hurriyet Daily News. 2011-11-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-13. ციტირების თარიღი: 2012-01-09.