ზესხოს უღელტეხილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესხო (მრავალმნიშვნელოვანი).

ზესხოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზესხოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2562 მ. ზესხოზე გამავალი სასაპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს. ზესხოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

ზესხოს უღელტეხილი
კოორდინატები: 42°55′32″ ჩ. გ. 43°14′09″ ა. გ. / 42.925750° ჩ. გ. 43.235861° ა. გ. / 42.925750; 43.235861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2562 
ქედი ზესხოს ქედი
ზესხოს უღელტეხილი — საქართველო
ზესხოს უღელტეხილი
ზესხოს უღელტეხილი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზესხოს უღელტეხილი

ლიტერატურა რედაქტირება