ზემო სობისის კვირაცხოვლის ეკლესია
ზემო სობისის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (4,9 X 3,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო ასეთივე თაღოვანი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა გრძივ კედლებს და აფსიდის მარტივპოფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.