ზემო მლეთის კოშკი

არქიტექტურული ძეგლი

ზემო მლეთის კოშკიარქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის განაპირას, დასავლეთით, ფერდობზე. ზურგით მთისკენაა მიქცეული, სწორი კედლით - ხეობისკენ. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. კოშკი (6 x 6 მეტრი) სამსართულიანია (სიმაღლე 11 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კედლის სისქეა 1 მეტრი. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კედლის მხარეს, მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია. ამ სართულის ქვეშ სამეურნეო დანიშნულების ორი ფართო და ღრმა ხაროა. II სართულზე, ყოველ მხარეს, თითო სათოფურია. III სართულის სწორ კედელში გაჭრილია პატარა აივანზე გასასვლელი, სამხრეთითა და აღმოსავლეთით თითო სათოფურია, დასავლეთით - მიჯრით განლაგებული სამი პატარა თახჩა. III სართული ზემოთ ვიწროვდება და მიჯრით დალაგებული მორებით გამოყვანილი ორფერდა ჭერით მთავრდება, რომელზეც ბეტონია დასხმული. სართულშუა გადახურვის (შემორჩენილია I სართულის გადახურვის ნაწილი) კონსტრუქცია თავისებურია: ქვის შვერილ ფილებზე დაყრდნობილ ხის მრგვალ მორებზე დაწყობილია ფიქალი, ფიქალზე დატკეპნილია 10 სანტიმეტრი სისქის მიწა. სართულები ხის კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს. კოშკის ფასადების ქვედა ნაწილი ნაგებია მოზრდილი ქვებით, წყობა ტლანქია. ზედა ნაწილებში მომცრო ზომის ქვებია ნახმარი. კოშკის გადახურვა საფეხუროვანია. ყოველი საფეხური ფიქლით ჰორიზონტალურადაა გადახურული. კოშკის წინა კედლის სიბრტყე სახურავის წვერომდე ადის.

ლიტერატურა

რედაქტირება