ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის მე-6 პრეზიდენტი
(გადამისამართდა გვერდიდან ზელენსკი, ვლადიმერ)

ვოლოდიმირ ოლექსანდრის ძე ზელენსკი (უკრ. Володимир Олександрович Зеленський; დ. 25 იანვარი, 1978, კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრეზიდენტი 2019 წლის 20 მაისიდან.[2]

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი
 უკრაინის მე-6 პრეზიდენტი 
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მაისი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გროისმანი, ალექსეი გონჩარუკი, დენის შმიგალი
წინამორბედიპეტრო პოროშენკო

დაბადებული25 იანვარი, 1978 (1978-01-25) (46 წლის)
კრივოი-როგი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობაუკრაინის დროშა უკრაინა
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი[1]
მეუღლეოლენა კიაშკო (დ. 2003)
შვილები2
განათლებაკიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი
ხელმოწერა

უფრო ადრე ცნობილი იყო როგორც შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და შეუცვლელი ლიდერი. 2010–2012 წლებში იყო ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი.[3]

2019 წელს იყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და მთავარი ფავორიტი. პირველ ტურში მან ხმების 30,24% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.[4] მეორე ტურში კი ხმების 73,23 პროცენტით პეტრო პოროშენკო დაამარცხა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა.[5]

ზელენსკიმ მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ დაასრულებდა გაჭიანურებულ კონფლიქტს. ცდილობდა დიალოგის დაწყებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.[6] 2021 წელს შექმნილ ესკალაციას 2022 წელს მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ზელენსკის სტრატეგია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სიტუაციის გამწვავების დროს იყო უკრაინელი მოსახლეობის დამშვიდება და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ უკრაინა არ აპირებდა სამხედრო მოქმედებებს. [7]

კრიზისის დროს მისმა ლიდერობის უნარმა აღფრთოვანება გამოიწვია საერთაშორისო დონეზე და მას უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებენ.[8][9]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ზელენსკი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, სსრკ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში.[10][11][12][13] მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს დახოცეს.[14][15] მისი მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი. დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად.[16][17][18] დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში სადაც მისი მამა მუშაობდა.[11] 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღო საგანმანათლებლო გრანტი ისრაელში სასწავლებლად წასვლისათვის, მაგრამ მამამისმა არ დართო ნება.[19]

ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიულ დიპლომს. მიუხედავად ამისა მას არასდროს უმუშავია პროფესიით.[11][20] ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.[21]

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „კავეენს“,[22] (კომედიური შეჯიბრება) და მოგივანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტში“ რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა.[11][23][24] ამავე წელს მან შექმნა „კვარტალ 95“. 1998-2003 წლებში „კვარტალ 95“ მონაწილეობდა „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს ძირითადად მოსკოვში ატარებდა და ძირითადად დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო.[11][23] 2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1“-სთვის და 2005 წელს გადაინაცვლა ტელევიზია „Inter“-ში.[11]

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „სიყვარული დიდ ქალაქში“, მოგვიანებით ითამაშა ფილმის მეორე ნაწილშიც.[11] ზელენსკიმ თავისი სამსახიობო კარიერა გააგრძელა 2011 წელს გადაღებული ფილმით „საოფისე რომანი. ჩვენი დრო“. და ფილმით „რჟევსკი ნაპოლოენის წინააღმდეგ“, 2012 წელს.[11] „სიყვარული დიდ ქალაქში 3“ გამოვიდა 2014 წელს.[11] 2012 წელს ზელენსკიმ ითამაშა ფილმში „8 პირველი პაემანი“. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფილმის შემდეგ სერიებში[11]

 
ზელენსკი პრაღაში, 2009

2010-2012 წლებში ზელენსკი იყო უკრაინული ტელევიზია „Inter“-ის გენერალურ პროდიუსერთა საბჭოს წევრი.[20]

2014 წლის აგვისტოში ზელენსკიმ გააპროტესტა უკრაინის კულტურის სამინისტროს გადაწყევტილება, აკრძალულიყო რუსი მსახიობების მოღვაწეობა უკრაინაში.[25] 2015 წლიდან უკრაინამ აკრძალა რუსი მსახიობებისა და სხვა რუსი კულტურის მუშაკების უკრაინაში შესვლა.[26] 2018 წელს ფილმი „სიყვარული დიდ ქალაქში 2“ უკრაინაში აკრძალული იქნა. ფილმში მონაწილეობას იღებდა ზელენსკი.[27]

მას შემდეგ რაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი დაიწყო, „კვარტალ 95“-მა უკრაინის არმიას 1 მილიონი გრივნა შესწირა. ამ პერიოდში ზოგიერთმა რუსმა პოლიტიკოსმა და მსახიობმა მოითხოვა შეედგინათ პეტიცია, რომ ზელენსკის რუსეთში მუშაობა აკრძალვოდა.[28][25]

 
„კვარტალ 95“ 2018 წელს

მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2015 წელს გადაღებულმა სერიალმა „ხალხის მსახური“. სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.[20]

2017 წელს ზელენსკის ფილმის „Svaty“ ჩვენება უკრაინის ტერიოტირაზე აიკრძალა.[29] აკრძალვა 2019 წლის მარტში მოიხსნა.[30]

ზელენსკი უმეტესად რუსულ ენაზე მუშაობდა. პირველი უკრაინულენოვანი ფილმი, რომელშიც მან ითამაშა იყო 2018 წელს გამოსული რომანტიკული კომედია „მე, შენ, ის და ის“ (უკრ. Я, ти, він, вона).[31] ფილმი უკრაინაში 2018 წლის დეკემბერში გამოჩნდა.[32]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

2018 წლის მარტში ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკური პარტია „ხალხის მსახური“, რომელიც „კვარტალ 95“-ის წევრებმა და სერიალ „ხალხის მსახურის“ შემქმნელებმა შექმნეს.[33][34][35]

2019 წლის მარტში „Der Spiegel“-თან ინტერვიუში განაცხადა რომ მოდიოდა პოლიტიკაში რათა აღედგინა ხალხის ნდობა პოლიტიკოსების მიმართ და შემოაყვანა პოლიტიკაში პროფესიონალი კადრები.[33][34][35]

2018 წლის 31 დეკემბერს,[36] ზელენსკიმ დაიწყო[37] თითქმის მთლიანად ვირტუალური[38] საპრეზიდენტო კამპანია რათა დაემარცხებინა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. 31 მარტს ზელენსკიმ პირველ ტურში დაიკავა პირველი ადგილი, მაგრამ ვერ მოახერხა ხმათა 50%-ის მიღება და დაინიშნა მეორე ტური,[39] 21 აპრილს გამართულ მეორე ტურში ვლადმიერ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა.[40] ზელენკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება იყო რომ ის პრეზიდენტის თანამდეობობას მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებს.[41]

2019 წლის საპრეზიდენტო კამპანია

რედაქტირება
 
ზელენსკი და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, 19 აპრილი 2019

2018 წლის მარტში, ზელენსკის პროდიუსერული კომპანიის კვარტალ 95-ის წევრებმა დაარეგისტრირეს ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „ხალხის მსახური“, ზუსტად იმ სახელით რომელსაც ზელენსკი უშვებდა სამი წლის განმავლობაში.[33][34] ზელენსკიმ უარყო პოლიტიკაში შესვლის რაიმე დაუყოვნებელი გეგმა და თქვა, რომ მან მხოლოდ დაარეგისტრირა პარტიის სახელი, რათა თავიდან აიცილოს მისი მითვისება სხვების მიერ,[42] გავრცელდა ვარაუდი, რომ ის აპირებდა კენჭისყრას. ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში, მისი წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ის უკვე იყო გამოკითხვების ლიდერი.[42][34] 31 დეკემბერს, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ზელენსკიმ გამოაცხადა რომ იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი მოახლოებულ არჩევნებში, ტელეარხ 1+1-ის საღამოს საახალწლო გადაცემაში.[36]

ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანია პოროშენკოს წინააღმდეგ თითქმის მთლიანად ვირტუალური იყო.[43][44] მან არ გამოაქვეყნა დეტალური ხედვების პლატფორმა[45] და მისი აქტივობა მეინსტრიმ მედიასთან მინიმალური იყო;[43][] ამის ნაცვლად, ის ამომრჩეველს სოციალური მედიის არხებით და YouTube კლიპებით დაუკავშირდა.[43] ტრადიციული საარჩევნო შეხვედრების მაგივრად საარჩევნო კამპანიის დროს კვარტალ 95-თან ერთად ატარებდა სთენდ აფებს.[47][48] 2019 წლის 16 აპრილს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 20-მა უკრაინულმა საინფორმაციო გამოცემამ მოუწოდა ზელენსკის „შეწყვიტოს ჟურნალისტებისგან თავის არიდება“.[43] ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ ემალება ჟურნალისტებს, მაგრამ არ სურდა თოქ-შოუებში წასვლა, სადაც „ძველი ძალაუფლების ხალხი“ „უბრალოდ პიარს აკეთებდნენ“, მისი განცხადებით მას არ ჰქონდა დრო დაეკმაყოფილებინა ყველა მოთხოვნა ინტერვიუზე.[49]

უკრაინის პრეზიდენტი

რედაქტირება
 
ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

2019 წლის 21 აპრილს გამართულ მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა.[40] მისი ინაუგურაცია ამავე წლის 20 მაისს შედგა. ცერემონიას უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) ესწრებოდნენ სხვადასხვა უცხოელი ოფიციალური პირები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი (საქართველო), კერსტი კალიულაიდი (ესტონეთი), რაიმონდს ვეიონისი (ლატვია), დალია გრიბაუსკაიტე (ლიეტუვა), იანოშ ადერი (უნგრეთი), მაროშ შეფშოვიჩი (ევროკავშირი) და რიკ პერი (აშშ).[50]

2019 წლის 28 მაისს ზელენსკიმ აღუდგინა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.[51]

გონჩარუკის მთავრობა

რედაქტირება

2019 წლის 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში, ზელენსკის პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, მოიპოვა პირველი ერთპარტიული უმრავლესობა უკრაინის თანამედროვე ისტორიაში პარლამენტში, პარტიული სიის ხმების 43 პროცენტით. მისმა პარტიამ 424 ადგილიდან 254 მოიპოვა.[52] არჩევნების შემდეგ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრად ალექსეი გონჩარუკი წარადგინა, რომელიც მალევე დაამტკიცა პარლამენტმა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ანდრეი ზაჰოროდნიუკი თავდაცვის მინისტრად, ვადიმ პრისტაიკო საგარეო საქმეთა მინისტრად და ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად.[53]

ზელენსკიმ 2020 წლის 11 თებერვალს გაათავისუფლა ბოგდანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და მის შემცვლელად ანდრეი ერმაკი დანიშნა.[54]

შმიგალის მთავრობა

რედაქტირება

2020 წლის 6 მარტს გონარჩუკის მთავრობა დენის შმიგალის მთავრობამ ჩაანაცვლა. გონარჩუკის მოულოდნელმა წასვლამ პრესაში გაურკვევლობა გამოიწვია.[55] 2020 წლის სექტემბრისთვის ზელენსკის რეიტინგი 32%-მდე დაეცა.[56]

დონბასის კონფლიქტის დასრულების მცდელობა

რედაქტირება

ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო დონბასში ომის დასრულება და იქ რუსეთის მიერ დაფინანსებული სეპარატისტული მოძრაობის გაქრობა.[57] 3 ივნისს ზელენსკიმ კონფლიქტის მოგვარების მიზნით უკრაინის ყოფილი პრპეზიდენტი ლეონიდ კუჩმა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლად დანიშნა.[58] 2019 წლის 11 ივლისს ზელენსკიმ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც მან მოუწოდა პუტინს დაწყებულიყო მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნების შუამავლობით.[59][2] ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ორივე მხარის მიერ დაკავებული პატიმრების გაცვლა.[2] 2019 წლის ოქტომბერში, ზელენსკიმ გამოაცხადა სეპარატისტებთან დადებული წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა პატივს სცემს რეგიონში გამართულ არჩევნებს, რუსეთის მიერ „პატარა მწვანე კაცების“ გაყვანის სანაცვლოდ (ამ ტერმინით აღნიშნავენ ჯარს ფორმალურად რუსული ფორმის გარეშე).[57] შეთანხმებას მძიმე კრიტიკა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა როგორც პოლიტიკოსებში, ისე უკრაინულ საზოგადოებაში. მოწინააღმდეგეებმა აღნიშნეს, რომ დონბასში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, რადგან სეპარატისტებმა დიდი ხანია განდევნეს პრო-უკრაინელი მაცხოვრებლების უმეტესობა რეგიონიდან პრორუსული უმრავლესობის უზრუნველსაყოფად.[57] Zelenskyy defended his negotiations, saying the elections would not be held before a Russian withdrawal.[60] შეთანხმებამ ვერ შეძლო კონფლიქტის განმუხტვა, რადგან სეპარატისტებმა განაგრძეს თავდასხმები და რუსეთი აგრძელებდა მათთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.[61]

რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

რედაქტირება
 
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 2022 წლის 28 თებერვალს ომის დროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ
 
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის რეგიონში მებრძოლ ჯარისკაცთან, სამხედრო ჰოსპიტალში, 13 მარტს

უკრაინის დროით 05:00 საათამდე (UTC+2) (06:00 მოსკოვის დროით, UTC+3) 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსულმა რაკეტებმა უკრაინაში რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაარტყეს და ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.[62] ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საბოლოოდ წყდება, გადაწყვეტილება შემოღებისთანავე ამოქმედდა.[63] მოგვიანებით მან საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.[64]

25 თებერვალს ზელენსკიმ თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ისახავდა მიზნად, ისინი სამოქალაქო ობიექტებსაც ურტყამდნენ და თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.[65] ამავე დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან მისი სამიზნეში ამოღების შესახებ, მაგრამ ის რჩება კიევში და მისი ოჯახი დარჩება ქვეყანაში. „მათ სურთ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით“, - თქვა მან.[66]

26 თებერვლის დილით, კიევიზე რუსული ჯარების ყველაზე მასობრივი და გარდამტეხი თავდასხმის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეფეჯ თაიფ ერდოღანმა მოუწოდეს ზელენსკის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას, რაშიც ორივე დახმარებას აღუთქვამდა. ზელენსკიმ უარი განაცხადა ორივე შეთავაზება და არჩია დარჩენა კიევში თავის თავდაცვის ძალებთან ერთად. „ბრძოლა აქ არის [კიევში], მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გაქცევა“.[67][68][69]

უკრაინის მოსახლეობის 90% მხარეს უჭერდა ზელენსკის ქმედებებეს,[70] მათ შორის 90%-ზე მეტი დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში და 80%-ზე მეტი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.[71] „Pew Research Center“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 72%-ს ჰქონდა ნდობა ზელენსკის საერთაშორისო აქტების მიმართ.[72]

ზელენსკიმ მოიპოვა მსოფლიო აღიარება, როგორც უკრაინის ლიდერმა რომელიც შეუპოვრად ებრძვის რუსულ აგრესიას, ისტორიკოსმა ენდრიუ რობერტსმა ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა.[73][74]

რუსეთის ძალების მიერ მოკლულ მშვიდობიან უკრაინელებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა:[75]

 
„ჩვენ არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ, ჩვენ დავსჯით ყველას, ვინც ახორციელებს ამ სადიზმს ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ნაძირალამ, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ჩვენს ტერიტორიას, ხალხს, დაბომბა ჩვენი მიწა, ისროდა რაკეტებს, იძლეოდა განკარგულებას და აჭერდა თითს ღილაკს, უნდა იცოდეს: თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ მშვიდ ადგილს ამ მიწაზე, გარდა სამარისა“

„Times of Israel“-მა ვოლოდიმირ ზელენსკის „უკრაინული დემოკრატიის ებრაელი მცველი“ უწოდა.[76] Gal Beckerman of „The Atlantic“-ის ჟურნალისტმა გალ ბეკერმანმა აღწერა ზელენსკი როგორც „მსოფლიოსთვის ბოძებული ებრაელი გმირი“.[77]

7 მარტს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გადაწყვიტა ზელენსკთვის მიენიჭებინა ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი ლომის ორდენი „მისი მამაცობისა და გამბედაობისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ“.[78]

 
ზელენსკი პოლონეთის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, კიევი, 15 მარტი

ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვედრასა და მოლაპარაკებებზე,[79] განაცხადა: „რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ეხლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“.[80] ზელენსკიმ განაცხადა რომ ის „99,9%-ით“ დარწმუნებულია იმაში რომ პუტინს თვლიდა, რომ უკრაინელები მის აგრესორ ძალებს „ყვავილებითა და ღიმილით“ დახვდებოდნენ.[81]

7 მარტს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთმა მოითხოვა უკრაინის ნეიტრალიტეტი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად და დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა უკრაინის მიერ.[82] 8 მარტს ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა განეხილა პუტინის მოთხოვნები.[79] ზელენკის თქმით ის მზადაა „დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის“.

2022 წლის 15 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.[83]

16 მარტს ინტერნეტში გამოჩნდა დამონტაჟებული ყალბი ვიდეო, რომელშიც თითქოსდა ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს რუსეთისთვის დანებებას მოუწოდებდა.[84]

2022 წლის 27 მარტს სლოვაკეთმა მიანიჭა ზელენსკის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ალექსანდრე დუბჩეკის სახელმწიფო ჯილდო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში შეადარა 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას.[85]

პოლიტიკური ხედვები

რედაქტირება

რუსეთ-უკრაინის ომი

რედაქტირება

ზელენსკი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანის მოძრაობას. დონბასის ომის დროს ის აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინულ არმიას.[20] ზელენსკი ფინანსურად დაეხმარა დონბასში მებრძოლ უკრაინულ ბატალიონს.[86]

სამთავრობო რეფორმები

რედაქტირება

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკი მოსახლეობას დაჰპირდა კანონპროექტებს კორუფციასთან საბრძოლველად, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის, უმაღლესი რადას (უკრაინის პარლამენტის) წევრებისა და მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნას, კანონს იმპიჩმენტის შესახებ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას და ეფექტური სასამართლო პროცესის უზრუნველყოფას მოსამართლეთა მიერ. მან პირობა დადო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასი „ნატოს სტანდარტის“ დონემდე გაიზრდება.[87]

პანდორას დოსიე

რედაქტირება

2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული Pandora Papers-ის დოკუმენტებში სხვა ქვენყების ლიდერებეთან ერთად ფიგურირებდა ვოლოდიმირ ზელენსკიც. დოკუმენტებით გაირკვა რომ ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ფლობდა წილს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ოფშორ კომპანიაში.[88]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

2003 წლის სექტემბერში ზელენსკი დაქორწინდა ოლენა ზელენსკაზე (კიაშკო).[11] ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.[11]

წყვლის პირველი ქალიშვილი ალექსანდრა, 2004 წლის ივლისში შეეძინა.[11] ზელენსკის 2014 წელს გადაღებულ ფილმში 8 New Dates, მან ითამაშას პროტაგონისტის ქალიშვილის, საშას როლი.[11] 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო შოუში The Comedy Comet Company Comedy's Kids და მოიგო 50 000 გრივნა.[11] წყვილის მეორე შვილი, კირილო 2013 წლის იანვარში დაიბადა.[11]

ზელენსკის ქონება 2018 წელს დაახლოებით 37 მილიონი გრივნას (დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.[89]

2020 წლის 9 ნოემბერს ზელენსკის დაუდასტურდა COVID-19 და სამი დღის შემდეგ ჰოსპიტალიზირებული იქნა. 23 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ ზელენსკი სრულად გამოჯანმრთელდა ვირუსისგან.[90][91][92][93]

ჯილდოები და დეკორაციები

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმის სახელი როლი
2009 „სიყვარული დიდ ქალაქში“ იგორი
2011 „საოფისე რომანი. ჩვენი დრო“ ანატოლი ნოვოსელცევი
2012 „სიყვარული დიდ ქალაქში 2“ იგორი
2012 „რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ“ ნაპოლეონი
2012 „8 პირველი პაემანი“ ნიკიტა სოკოლოვი
2014 „სიყვარული ვეგასში“ იგორ ზელენსკი
2015 „8 ახალი პაემანი“ ნიკიტა სოკოლოვი
2018 „მე, შენ, ის და ის“ მაქსიმ ტკაჩენკო

სერიალები და შოუები

რედაქტირება
წელი სახელი როლი შენიშვნა
2006 „ცეკვა ვარსკვლავებთან“ კონკურსანტი
2008–2012 „Svaty“ პროდიუსერი
2015–2019 ხალხის მსახური ვასილი გოლობოროდკო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 10 March 2022
  2. 2.0 2.1 2.2 Володимир Зеленський склав присягу Президента України uk. Офіційне інтернет-представництво Президента України. ციტირების თარიღი: 2019-05-20.
  3. Зеленский назначен продюсером «Интера». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2019-04-01.
  4. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. Imedinews.ge (7 აპრილი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-22. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2019.
  5. Результати голосування по Україні. ЦВК Україны. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2019.
  6. Lutsevych, Orysia (16 November 2021). „Ukraine still backs Zelenskyy despite slow progress“. Chatham House (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2021. ციტირების თარიღი: 19 February 2022.
  7. Conflict in Ukraine en. ციტირების თარიღი: 23 February 2022
  8. Ledwidge, Frank. Ukraine war: what are Russia's strategic aims and how effectively are they achieving them? en (3 March 2022). ციტირების თარიღი: 3 March 2022
  9. „The courage of Ukraine’s unlikely wartime leader“. Financial Times. 15 March 2022. ციტირების თარიღი: 15 March 2022.
  10. ethnic Ukrainian father's farer's medal certificate ru. ციტირების თარიღი: 12 October 2019
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 11.12 11.13 11.14 11.15 Зеленский Владимир ru. ციტირების თარიღი: 2 January 2019
  12. Jewish comic who plays Ukraine president on TV leads Ukraine’s presidential race დაარქივებული 31 March 2019 საიტზე Wayback Machine. , The Times of Israel (13 March 2019).
  13. Higgins, Andrew (24 April 2019). „Ukraine's Newly Elected President Is Jewish. So Is Its Prime Minister. Not All Jews There Are Pleased“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2019. ციტირების თარიღი: 25 April 2019.
  14. Archived copy. ციტირების თარიღი: 4 July 2020
  15. „Zelenskiy: contribution of Ukrainians in victory over Nazism huge“. Kyiv Post. 9 May 2019.
  16. Vladimir Zelensky told about his relationship with his parents დაარქივებული 7 January 2019 საიტზე Wayback Machine. by Television Service of News, Channel 1+1, 28 September 2017 (in Ukrainian)
  17. Zelensky Oleksandr Semenovich დაარქივებული 7 January 2019 საიტზე Wayback Machine. at the Kryvyi Rih Institute of Economics official website (in Ukrainian)
  18. Volodymyr Zelensky დაარქივებული 7 January 2019 საიტზე Wayback Machine.
  19. Зеленський: Якщо мене оберуть президентом, спочатку будуть поливати брудом, потім – поважати, а потім – плакати, коли піду. ციტირების თარიღი: 2020-02-13
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 (უკრ.) Zelensky announced his decision to go to the presidency (video) დაარქივებული 27 March 2020 საიტზე Wayback Machine. , UNIAN (1 January 2019)
  21. CNBC, CNBC. Trump and Zelensky speak after bilateral meeting. CNBC. ციტირების თარიღი: 25 September 2019
  22. КВН 95 квартал - Человек рожденный в танце YouTube-ზე
  23. 23.0 23.1 Vladimir Zelenskiy დაარქივებული 31 March 2019 საიტზე Wayback Machine. at the official Kvartal 95 website
  24. Zaporizhia-Kryvyi Rih-Transit დაარქივებული 7 April 2019 საიტზე Wayback Machine. team profile at the official KVN website (in Russian)
  25. 25.0 25.1 (რუსული) Zelensky intended to demand the resignation of the Ministry of Culture დაარქივებული 21 February 2019 საიტზე Wayback Machine. , sevas.com (9 August 2014)
  26. Ukraine bans 38 Russian 'hate' books amid culture war დაარქივებული 29 December 2018 საიტზე Wayback Machine. , BBC News (11 August 2015)
  27. (უკრ.) "Night watch", "Love in a big city 2": in the State Committee called new prohibited films დაარქივებული 17 January 2019 საიტზე Wayback Machine. , Ukrayinska Pravda (17 January 2019)
  28. (რუსული) Actor Zelensky criticized the SBU because of the ban on the series "Matchmakers" დაარქივებული 2 January 2019 საიტზე Wayback Machine. , RIA Novosti (24 November 2017)
    (რუსული) SC will check whether Zelensky financed the Ukrainian army დაარქივებული 6 February 2016 საიტზე Wayback Machine. , Komsomolskaya Pravda (02/05/15)
  29. „Volodymyr Zelensky in major lead in Ukraine presidential election runoff: Biography, quotes“. Ukrainian Independent Information Agency (UNIAN). 22 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2019. ციტირების თარიღი: 30 September 2019.
  30. Суд скасував заборону на серіал "Свати". ციტირების თარიღი: 9 December 2019
  31. (უკრ.) "Quarter 95" will take off its first Ukrainian-language comedy with Nastya Kamensky in the lead role, Zaxid.net [uk; de] (20 June 2017). Retrieved 4 April 2019
  32. Я, Ти, Вiн, Вона (2018) – Release Info. IMDb. ციტირების თარიღი: 4 April 2019
  33. 33.0 33.1 33.2 „Lawyer Zelensky has registered a new political party "Servant of the people". UNIAN (უკრაინული). 3 December 2017.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 „The boundary of a joke. How Zelensky prepares for the election“. Ukrayinska Pravda (უკრაინული). 25 October 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 February 2019.
  35. 35.0 35.1 Zelensky: Party "Servant of the people" goes into politics uk (26 December 2018).
  36. 36.0 36.1 Comedian faces scrutiny over oligarch ties in Ukraine presidential race. Reuters (1 April 2019). ციტირების თარიღი: 23 April 2019
  37. Fisher, Jonah (19 April 2019). „Ukraine election: What a TV box set may tell us about the future“ (ინგლისური). BBC News, Kyiv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2019. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  38. Karatnycky, Adrian. The World Just Witnessed the First Entirely Virtual Presidential Campaign en. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  39. (in Ukrainian) Central Election Commission of Ukraine – Ukrainian Presidential Election 2019 (first round). Cenetral Election Commission of Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2021.
  40. 40.0 40.1 (in Ukrainian) Central Election Commission of Ukraine – Ukrainian Presidential Election 2019 (run-off). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 25 April 2019
  41. How Volodymyr Zelenskiy beat Petro Poroshenko in Ukraine დაარქივებული 29 May 2019 საიტზე Wayback Machine. , Deutsche Welle (22 April 2019)
  42. 42.0 42.1 Connolly, Nick (24 August 2018). „Could a rock star become Ukraine's next president?“. Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2019.
  43. 43.0 43.1 43.2 43.3 Varshalomidze, Tamila (16 April 2019). „Ukraine media demands access to runoff frontrunner Zelensky“. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2019.
  44. Karatnycky, Adrian. The World Just Witnessed the First Entirely Virtual Presidential Campaign en. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  45. „Ukraine election: Why comic Zelenskiy is real threat to Poroshenko“. BBC news. 27 March 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2019.
  46. „Zelensky's team. Who are these people“. Ukrayinska Pravda (უკრაინული). 19 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019.
  47. Miller, Christopher. (8 February 2019) Crowdsourcer In Chief: Ukrainian Funnyman Takes Unorthodox Path To Top Of Presidential Pack en. ციტირების თარიღი: 6 March 2022
  48. Melkozerova, Veronika. (4 March 2019) ‘Servant of the People’ leads Ukraine’s presidential race en-US. ციტირების თარიღი: 6 March 2022
  49. „Зеленський відповів на "кота в мішку" і розповів про стратегію“ [Zelensky responded to the "cat in the bag" and told about the strategy]. Ukrayinska Pravda (უკრაინული). 18 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019. ციტირების თარიღი: 18 March 2022.
  50. Volodymyr Zelenskyy promised international partners that the world would be proud of Ukraine. ციტირების თარიღი: 20 May 2019
  51. Georgia's Saakashvili has Ukrainian citizenship restored (28 May 2019). ციტირების თარიღი: 29 May 2019
  52. „Volodymyr Zelensky clears the old elite out of parliament“. The Economist. 25 July 2019. ISSN 0013-0613. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2019. ციტირების თარიღი: 1 August 2019.
  53. Talant, Bermet; Sorokin, Oleksiy. Oleksiy Honcharuk named prime minister, Cabinet approved (29 August 2019). ციტირების თარიღი: 1 March 2022
  54. „Zelensky dismisses head of president's office Bohdan, appoints Yermak instead“. Interfax-Ukraine. 11 February 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2020.
  55. Talant, Bermet (6 March 2020). „Hasty government reshuffle sows disquiet at home, abroad“. Kyiv Post.
  56. „Zelensky's approval rating slides to 31% – poll“. Ukrainian Independent Information Agency. 21 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2021. ციტირების თარიღი: 15 April 2021.
  57. 57.0 57.1 57.2 Ukraine conflict: Anger as Zelensky agrees vote deal in east (2 October 2019). ციტირების თარიღი: 28 December 2020
  58. Леонид Кучма возглавил украинскую делегацию в Трехсторонней контактной группе. ციტირების თარიღი: 8 June 2019
  59. Telephone conversation with President of Ukraine Vladimir Zelensky. ციტირების თარიღი: 12 July 2019
  60. Thousands protest Ukraine leader's peace plan (6 October 2019). ციტირების თარიღი: 8 March 2021
  61. Midttun, Hans Petter. (25 December 2019) The basis for a peaceful resolution of the war in eastern Ukraine – trends at the end of 2019. ციტირების თარიღი: 9 March 2022
  62. „Ukraine conflict: Russian forces attack from three sides“. BBC News (ინგლისური). 24 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2022. ციტირების თარიღი: 24 February 2022.
  63. Украина разорвала дипломатические отношения с Россией (24 February 2022). ციტირების თარიღი: 24 February 2022
  64. „Ukrainian president signs decree on general mobilisation of population -Interfax“. Reuters (ინგლისური). 24 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2022. ციტირების თარიღი: 25 February 2022.
  65. „Ukraine president orders full military mobilisation“. The National (ინგლისური). PA. 24 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 February 2022. ციტირების თარიღი: 25 February 2022.
  66. Krasnolutska, Daryna; Crawford, Alan. Putin Unbowed as Russia Presses Ahead With Invasion Toward Kyiv. BNN Bloomberg (25 February 2022). ციტირების თარიღი: 25 February 2022
  67. Harris, Shane; Francis, Ellen; Dixon, Robyn (25 February 2022). „U.S. stands ready to evacuate Zelensky, Russia's 'No. 1 target'. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  68. Karmanau, Yuras; Heintz, Jim; Isachenkov, Vladimir; Litvinova, Dasha (25 February 2022). „Ukraine's capital under threat as Russia presses invasion“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2022. ციტირების თარიღი: 26 February 2022.
  69. Volodymyr Zelenskiy stands defiant in face of Russian attack en (26 February 2022). ციტირების თარიღი: 2 March 2022
  70. „93 Percent of Ukrainians Believe Russia Will Be Defeated: Poll“. Newsweek. 20 March 2022.
  71. „Majority of Ukrainians believe they will win against Russia - poll“. The Jerusalem Post. 28 February 2022.
  72. „Americans have more confidence in Zelenskyy than Biden when it comes to world affairs“. NPR. 31 March 2022.
  73. „Ukraine's Volodymyr Zelenskyy: From comedian to national hero“. Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2022. ციტირების თარიღი: 27 February 2022.
  74. Other sources:
  75. Zelensky says ‘we will not forgive’ after Russians kill fleeing civilians. The Times of Israel (7 March 2022).
  76. Cramer, Philissa. 18 things to know about Jewish defender of Ukrainian democracy Volodymyr Zelensky.
  77. Beckerman, Gal. (27 February 2022) How Zelensky Gave the World a Jewish Hero.
  78. Czech president to award state honour to Ukraine's president. Reuters (7 March 2022).
  79. 79.0 79.1 „Ukraine’s Zelenskiy Says Open to ‘Compromise’ with Russia on Crimea, Separatist Territories“. The Moscow Times. 8 March 2022.
  80. Wermus, Katie (3 March 2022). „Zelensky Calls on Putin for Face-to-Face Talks, Says 'I Don't Bite'. Newsweek.
  81. „Volodymyr Zelensky says Ukraine ready to discuss neutrality in peace talks with Russia“. Financial Times. 28 March 2022.
  82. „Russia will stop 'in a moment' if Ukraine meets terms – Kremlin“. Reuters. 7 March 2022. ციტირების თარიღი: 8 March 2022.
  83. Leaders of Poland, Czech Republic, Slovenia to visit Kyiv on Tuesday en-US (2022-03-15).
  84. Holroyd, Matthew (16 March 2022). „Deepfake video shows Zelenskyy's false call for Ukraine to surrender“. euronews (ინგლისური).
  85. Slovakia Awards Zelenskiy Dubcek Prize For 'Freedom and Hope'. Radio Free Europe/Radio Liberty (2022-03-28).
  86. „Ukraine election rivals trade taunts and media tricks“. BBC News. 17 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2019. ციტირების თარიღი: 1 October 2019.
  87. (in Ukrainian) Comfortable topics for candidates: how they understand reforms დაარქივებული 30 March 2019 საიტზე Wayback Machine. , The Ukrainian Week (6 March 2019).
  88. "პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?
  89. Рух Чесно: У 2018 році Зеленський збільшив свої статки на 6 млн грн. ციტირების თარიღი: 22 May 2019
  90. „Ukrainian President Zelensky, who was pivotal in Trump's impeachment, has been hospitalized with COVID-19“. Business Insider. 12 November 2020. ციტირების თარიღი: 15 November 2020.
  91. „Ukraine leader Volodymyr Zelensky in hospital with COVID-19“. United Press International. 12 November 2020. ციტირების თარიღი: 15 November 2020.
  92. „Coronavirus: Ukraine's president Volodymyr Zelenskyy tests positive for COVID-19“. Euronews. 12 November2020. ციტირების თარიღი: 15 November 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  93. Zelensky, chief of staff recover from COVID-19 | KyivPost - Ukraine's Global Voice (2020-11-23). ციტირების თარიღი: 2021-04-06
  94. "Showed courage and courage": Zelensky was awarded the highest state award of the Czech Republic – the Order of the White Lion (8 March 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 11 March 2022
  95. ZЛатвия наградила Зеленского Орденом Виестура — за мужество в защите Украины (2 March 2022). ციტირების თარიღი: 11 March 2022
  96. Zełenski z najwyższym litewskim odznaczeniem. Nausėda wyróżnił ukraińskiego odpowiednika (8 March 2022). ციტირების თარიღი: 11 March 2022
  97. Prezydent Ukrainy W. Zełeński odznaczony Nagrodą Orła Jana Karskiego (27 February 2022). ციტირების თარიღი: 11 March 2022
  98. Кабінет Міністрів України - Про нагородження Почесною грамотою Кабінету Міністрів України (23 June 2003). ციტირების თარიღი: 11 March 2022
  99. Zelenskyy wins Ronald Reagan Freedom Award (7 March 2022). ციტირების თარიღი: 11 March 2022


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2