ზედზგითის ეკლესია (აზერ. Zəyzid kilsəsi) — ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შაქის რაიონის სოფელ ორთა ზეიზითში.

ზედზგითის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°10′08″N 47°15′44″E / 41.168995° ჩ. გ. 47.262197° ა. გ. / 41.168995; 47.262197
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი შაქი
ადგილმდებარეობა სოფ. ორთა ზეიზითი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი თავისუფალი ჯვარი
თარიღდება IX-X სს.
დეტალები

ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ განაპირა უბანში. შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი ეკლესია სუფთად თლილი შირიმის ქვებითაა ნაგები. ოდნავ შვერილი ჯვრის მკლავებს მძლავრი ლილვები აუყვება და აფრების გაყოლებაზე გუმბათის ყელის ქვედა რეგისტრს შემოუყვება. კედლებზე ნალესობის და ფრესკათა კვალია შემორჩენილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი აკრავს. კარი დასავლეთიდანაა გაჭრილი. სტილისტური ნიშნებით ეკლესია IX-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება